საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესება იგეგმება.
ამასთან, როგორც ცნობილია, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო გადასახადის დაწესება იგეგმება 10 ივნისიდან 5 თვის ვადით.
"ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ", - განაცხადა ოთარ შამუგია.
ცნობისთვის, ხორბლის მწარმოებელი ფერმერებმა არაერთხელ გამართეს აქცია საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადების დაწესების მოთხოვნით.