სენატორ ლინდსი გრემსს კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე არ უთქვამს, რომ რუსების სიკვდილი იყო „საუკეთესო რამ, „რაშიც ჩვენ დავხარჯეთ ფული“. ვიდეო დამონტაჟებულია, წერს Reuters-ი.
დაუმონტაჟებელი ჩანაწერის საფუძველზე დგინდება, რომ ამერიკელი სენატორის მიერ ნათქვამ ორ ფრაზას „რუსები კვდებიან“ და „ფული ასე წარმატებით არასდროს დაგვიხარჯავს“, ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. გრემის განცხადება აშშ-ის მიერ ფულის საუკეთესოდ ხარჯვის შესახებ, ეხებოდა უკრაინისთვის გაწეულ მრავალმილიარდიან სამხედრო დახმარებას. წერს სააგენტო Reuters-ი.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი ძებნილთა სიაში შეიყვანა, იტყობინება რუსული მედია ორშაბათს, სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით.
მანამდე გავრცელებული ცნობით კი, ლინდსი გრეჰემმა ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი აშშ-ის სამხედრო დახმარება „საუკეთესო დანახარჯი იყო“ რაც კი ოდესმე გაუღიათ.