რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია... მან დაკარგა თავისი უპირატესობა და გაჩნდა განცდა, რომ ის არ არის დაუმარცხებელი, - ამის შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს.
"ძალიან ხშირად გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღეთ, იმიტომ რომ ევროპა არ იზიარებს ჩვენს ტრადიციულ, კულტურულ ღირებულებებს და ყველამ ვიცით, რომ ეს არის ტყუილი. არასოდეს არ უნდა უგულებელვყოთ იმ ბნელი ძალების გავლენა, რომლებიც ცდილობენ ჩვენი დემოკრატიული მომავალი შეაფერხონ. ევროპა ყოველთვის იდგა საქართველოს გვერდით. მიუხედავადმისი ნაკლები დემოკრატიაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს თავისი წინსვლა ევროპისკენ.
ეს არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ეს არის უფრო დიდი სტრატეგიული ხედვის ნაწილი, მე ვთვლი რომ უკრაინის გამარჯვება იქნება ამის საფუძველი უკრაინამ რასაც მიაღწია 22 წელს ეს არის ის რასაც ჩვენ მივაღწიეთ 2008 წელს და უკრაინამ ვერ მიაღწია 2014 წელს. ეს არის რუსეთის ზრახვების გამოვლენა. რუსეთი, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად გაამართლოს თავისი აგრესია და ომები.
ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ რუსეთის აგრესია ახალისებს არა ევროკავშირის და ნატოს გაფართოებას, ეს არის რუსეთის იმპერიალისტური ბუნება, რომელიც ყოველთვის ცდილობს დაიპყროს შეშინებით და ძალით.
სამწუხაროდ, ის რეაქცია არ იყო სათანადო 2008 წელს და არ იყო სათანადო მაშინ როცა მწვანე კაცუნები შევიდნენ ყირიმში და ასეთი მიდგომა ახალისებს რუსეთს, რომ მეტი აგრესია გამოხატოს. ნატოს და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს სათანადო რეაქცია და ამიტომ, ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი არ არის მხოლოდ რეკომენდაციები ეს არის გრძელვადიანი უსაფრთხოება და უშიშროება და ჩვენ ვთვლით რომ ეს ვაჭრობა რუსეთთან არის ამორალური და არ უნდა მივცეთ საშალება რუსეთს რომ კომპენსაცია მიიღოს უკრაინაში წამოწყებული აგრესიისთვის. რუსეთი ბევრ ასპექტში უკვე დამარცხებულია როგორც პოლიტიკურად, ისე სამხედრო თვალსაზრისით. მან დაკარგა თავისი უპირატესობა... ახლა გაჩნდა ამის შეგრძნება და განცდა, რომ რუსეთი არ არის დაუმარცხებელი და მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს როდის მიუჯდება სამშვიდობო მოლაპარაკებებს და როგორი ტიპის მოლაპარაკებები წარიმართება, - განაცხადა ზურაბიშვილმა.