არც USAID-ი და არც აშშ-ის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს - „USAID საქართველო“

საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს არ ახორციელებს და წყლის ხარისხის შესახებ საჯარო კონსულტაციებს არ აკეთებს არც USAID და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო, - ამის შესახებ ნათქვამია „USAID საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„USAID-ისთვის ცნობილი გახდა დეზინფორმაციის შესახებ, თითქოს ჩვენ გვაქვს ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებული სასმელი წყლის ხარისხის შესახებ. USAID-ი არ ფლობს მსგავს ინფორმაციას და არც რაიმე სახის რჩევებს გასცემს ამ თემაზე. არც USAID-ი და არც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის სხვა სააგენტო არ ახორციელებს საქართველოს სასმელი წყლის უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და არ აკეთებს საჯარო კონსულტაციებს წყლის ხარისხის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.