3 ივნისს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში, ბალტიის ზღვაში დაიწყო მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური წვრთნები - "Baltops 23“, რომელშიც NATO-ს 50 სამხედრო ხომალდი მონაწილეობს. ინფორმაციას ესტონური მედია ERR ავრცელებს.
რიგით 52-ე წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების 6000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
ორი კვირის განმავლობაში მოკავშირეები სხვა მანევრებთან ერთად ჩაატარებენ წყალქვეშა და საზენიტო თავდაცვის, საბრძოლო იარაღის განადგურების და სამედიცინო სამაშველო ოპერაციებს.