ლატვიის ხელისუფლებამ ნასვამი მძღოლებისთვის ჩამორთმეული 66 მანქანა უკრაინას გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Delfi ავრცელებს.
„მე მჯერა, რომ ყოველი მხარდაჭერის აქტი, დიდი თუ პატარა, გვაახლოებს გამარჯვებასთან ამ უაზრო ომში“, - განაცხადა ლატვიის ფინანსთა მინისტრმა, არვილს აშერადენსმა.
ლატვიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახური თანამშრომლობდა ასოციაცია „აგენდუმთან“, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში ჩამორთმეული მანქანების მიწოდებაზე და უკრაინის სამთავრობო ინსტიტუტების მოთხოვნების კოორდინაციაზე.