„ეს ჯილდო მხოლოდ მე არ დავიმსახურე, თანაგუნდელების გარეშე ვერასოდეს მოვიგებდი, ისინი თავდაჯერებულობას მმატებდნენ, რომ უკეთ მეთამაშა“, - ამბობს „ნაპოლის“ ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია სკუდეტოს ოფიციალურად მოპოვების შემდეგ.
ქართველი ფეხბურთელი ამაყობს, რომ გულშემატკივრები ნეაპოლში საქართველოდან ჩადიან, რაც კვარაცხელიას აზრით, მხოლოდ მის გამო არ ხდება: „ნაპოლის გულშემატკივრობენ, ეს ხალხია ჩემი მოტივაცია“.
„არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, მაგრამ ვიცი, რომ მომავალში ვეცდები, თამაში გავაუმჯობესო“, - ამბობს „ნაპოლის“ გარემარბი, რომელიც „მომავალს ოპტიმიზმითა და იმედით უყურებს“.
„შეგვიძლია თუ არა გუნდის მომავალს ოპტიმიზმით შევხედოთ? რა თქმა უნდა, პოზიტიურად ვარ განწყობილი. რაც შემეხება პირადად მე, მიყვარს ნეაპოლი“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ საჩემპიონო ზეიმის დღეს, იტალიურ მედიასთან.