რუსეთის ფედერაციის როსტოვის, ბელგოროდისა და ვორონეჟის ოლქებში რადიოთი გადაიცემოდა პუტინის „მიმართვა“, რომელშიც ის რუსეთის მოქალაქეებს ევაკუაცისკენ მოუწოდებდა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის არმიის შეჭრის გამო და მობილიზაციას აცხადებდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრემდინვნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით „ეს იყო უკანონო შეღწევა“ და სპეციალისტები ვითარებას უკვე აკონტოლებენ.
პუტინის „მიმართვაში“ საუბარი იყო „საყოველთაო მობილიზაციასა“ და რუსეთის სასაზღვრო რეგიონეში საომარი მდგომარეობის გამოცხადებაზე.
„რუსებო, თანამოქალაქეებო, ძმებო და დებო. დღეს დილის ოთხ საათზე, ნატოს ბლოკის მიერ ვაშინგტონის თანხმობითა და მხარდაჭერით შეიარაღებული უკრაინის ჯარები კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ჩვენი მესაზღვრეები და შეიარაღებული ძალები ღირსეულად უპასუხებენ აგრესორის ძალებს. კურსკის, ბელგოროდის, ბრიანსკის ოლქების ტერიტორიაზე, ჩემი განკარგულებით შემოიღებულია საომარი მდგომარეობა. დღესვე ხელს მოვაწერ განკარგულებას საყოველთაო მობილიზაციის შესახებ“, - ციტირებს Meduza პუტინის „მიმართვის“ ტექტს.
რუსეთის რეგიონული ხელმზღვანელები მიიჩნევენ, რომ მიმართვა პანიკის დათესვას ისახავდა მიზნად.
რუსეთის რეგიონებში გახშირდა დრონებით თავდასხმები, რაშიც რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ადანაშაულებს. თავის მხრივ, კიევი შეტევაში მონაწილეობას არ ადასტურებს.