სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ყოფნა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, რომელსაც რეალურად რუსეთი ხელმძღვანელობს, მას „გარკვეულ პრობლემებს“ უქმნის.

 

ამიტომ, ერევნისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებში დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა. 

გრიგორიანმა აღნიშნა, რომ 2020 წლიდან სომხეთისთვის ორგანიზაციის დახმარების რაიმე მაგალითის დასახელება რთულია.

„აზერბაიჯანის სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს ორგანიზაციამ სომხეთს დახმარება არ გაუწია და როდესაც სომხეთმა საბოლოოდ მოძებნა და იპოვა ალტერნატივები, მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, მხოლოდ მაშინ დაიწყო ამ ორგანიზაციამ მისი დახმარება.

 

„სომხეთს თავს დაესხნენ სამჯერ და საბოლოოდ ეგრეთ წოდებული სამხედრო ბლოკი სომხეთს ფაქტების დამდგენ მისიას სთავაზობს. ეს, სულ მცირე, არასერიოზულია", - აღნიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.