თეგი: ОДКБ

ОДКБ-ს ქვეყნების პრეზიდენტებმა მოსკოვში სამიტი გამართეს და თანამშრომლობის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სახელმწიფოს მეთაურებმა სამიტის შემდეგ, რომელიც ორშაბათს, მოსკოვში გაიმართა, მრავალმხრივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი. ფაშინიანი რუსეთს ეწვევა პუტინმა განაცხადა, რომ „ყაზახეთში სამშვიდობო ოპერაციის დროს მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით“, დაადასტურებს CSTO-ს ქვეყნების გადაწყვეტილებას, განაგრძონ პარტნიორული თანამშრომლობა სამხედრო და თავდაცვის სფეროში, გაზარდონ კოორდინირებული მოქმედება საერთაშორისო ასპარეზზე. შეხვედრას ОДКБ-ს წევრების, რუსეთის, ბელორუსის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერები ესწრებოდნენ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას 1992 წლის 15 მაისს ტაშკენტში მოეწერა ხელი.  

ერევანში აქციის მონაწილეები სომხეთის ОДКБ-დან გასვლას მოითხოვენ

ერევნის ცენტრში მიმდინარე აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) გასვლას ითხოვენ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ერევანში იმყოფება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი. სომხეთის დედაქალაქში მისი ვიზიტის მხარდამჭერი აქციაც ტარდება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა „აზერბაიჯანის მიერ სომხეთზე თავდასხმები დაგმო და მას უკანონო უწოდა“. ერევანში ყოფნისას პელოსიმ აღნიშნა, რომ მის ვიზიტს „აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე უკანონო და სასიკვდილო თავდასხმების“ შემდეგ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ თავდასხმებს. ეს აზერბაიჯანელების მიერ იყო ინიცირებული და ამის აღიარება უნდა მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა. მისივე თქმით, აშკარაა, რომ სასაზღვრო ბრძოლები, სომხეთზე აზერბაიჯანის თავდასხმებმა გამოიწვია და რომ კონფლიქტის ქრონოლოგია მკაფიო უნდა გახდეს. ნენსი პელოსის ერევანში ჰკითხეს, არის თუ არა აშშ მზად სომხეთის სამხედრო მხარდაჭერისთვის პელოსის თქმით, შეერთებული შტატები უსმენს სომხეთს იმის შესახებ, თუ რა არის მისი თავდაცვის საჭიროებები და რომ ვაშინგტონს სურს, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს სომხეთს დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში. შეგახსენებთ, სომხეთის ოფიციალურმა პირმა გასულ კვირას, რუსეთის მიერ დახმარებაზე უარის გამო, უკმაყოფილება გამოთქვა. „ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა", - განუცხადა პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა ეროვნულ ტელევიზიას და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია შეადარა პისტოლეტს, რომელიც ტყვიებს არ ისროდა. Reuters-ის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებებს 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ერევანში ОДКБ-ს სამიტის და პუტინის ვიზიტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა

პროდასავლურმა ოპოზიციურმა ალიანსმა, სამშაბათს ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) სამიტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. სამიტს ასევე დაესწრება რუსეთის პრეზიდენტი. აქციის მონაწილეები ერევნის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობისას ანტირუსული ლოზუნგებით გამოვიდნენ. მათი თქმით, არც რუსეთი და არც ОДКБ-ს სხვა წევრები, მათ შორის ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, არ დაეხმარნენ სომხეთს არც სექტემბერში აზერბაიჯანთან შეტაკებების დროს და არც მას შემდეგ. ეროვნულ-დემოკრატიული პოლუსის აქტივისტებისა და მხარდაჭერების მოსაზრებით, ОДКБ, ისევე როგორც რუსეთი, სომხეთის მტრები არიან. პროდასავლური ოპოზიციური ალიანსი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) სომხეთის გასვლას მოითხოვს.  

ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში ОДКБ -ს წვრთნების ჩატარებაზე უარი განაცხადა

სომხეთის რესპუბლიკაში, ამ ვითარებაში ОДКБ -ს (კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია) სამშვიდობო წვრთნების ჩატარება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ოფიციალური ერევნის გადაწყვეტილება გამოაცხადა. ფაშინიანმა ОДКБ-ს სამიტზე, დოკუმენტების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „სომხეთის თავდაცვის მინისტრმა წერილობით აცნობა ОДКБ-ს გაერთიანებულ შტაბს, რომ არსებულ ვითარებაში მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მსგავსი სამხედრო წვრთნების ჩატარება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. წელს ეს სამხედრო წვრთნები არ ჩატარდება“. ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე დაგეგმილი ОДКБ-ს წვრთნები გააუქმა მისი თქმით, იდეა, რომ რუსეთის ფედერაცია არის ნომერ პირველი მოკავშირე, ისევე როგორც სომხეთის უსაფრთხოების სფეროს გარანტი, იყო ქვაკუთხედი ქვეყნის ჩამოყალიბების პროცესში. „უნდა ვთქვა, რომ ჩვენც აღვიქვით ეს საკითხი და განვაგრძობთ მის აღქმას. 2020 წლის 44-დღიანი ომის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი, ისევე როგორც მთავარი დღის წესრიგი რუსეთის ფედერაციასთან იყო შემდეგი: გვეშინოდა, რომ აზერბაიჯანი აგრესიულ ქმედებებს განახორციელებდა საერთაშორისოდ აღიარებული სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის წინააღმდეგ. ეს იყო ჩვენი კონტაქტების მთავარი თემა რუსეთთან. ჩემი აზრით, ეს საუბარი ძალიან კონკრეტული იყო. ამ საუბრების შედეგად მივიღეთ ოფიციალური გარანტიები, რომ სომხეთის რესპუბლიკის საზღვრები წითელი ხაზია, როგორც ჩვენი მოკავშირეებისთვის, ასევე უსაფრთხოების პარტნიორებისთვის. როდესაც 2021 წლის მაისის მოვლენები მოხდა სოტკ-ხოზნავარის მონაკვეთზე, სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრა, ბუნებრივია, ჩვენ ველოდით კონკრეტულ ქმედებებს ჩვენი რუსი პარტნიორებისგან. ჩვენი მოთხოვნებისა და მიმართვების პასუხად მივიღეთ შენიშვნა, რომლის მიხედვითაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრები არ არის დემარკირებული. შედეგად წარმოიშვა არსებითი წინააღმდეგობა. ამ შემთხვევაში სად გადის ის წითელი ხაზი, რომელიც უკვე აღვნიშნეთ სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში? ამ კონტექსტში, ჩვენი მომავალი ურთიერთობების ასაშენებლად, ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ეს წითელი ხაზი არსებობს დე იურე და ეს არის ОДКБ-ს პასუხისმგებლობის სფერო ჩვენს რეგიონში. კერძოდ, სომხეთის რესპუბლიკაში. ერევანში გამართულ ОДКБ-ს სამიტზე სომხეთის მიერ წარმოდგენილი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული პრობლემა, იმის დემონსტრირება და გაგება, თუ რა არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთში. ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, რომ ამ ხაზის მითითების გარეშე, ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ სხვა დოკუმენტის მიღებას. ეს საუბარი არ დასრულებულა და კვლავ რჩება ჩვენს დღის წესრიგში“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრები არიან სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და ბელორუსი.   

პესკოვი: კრემლი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ფაშინიანის პოზიციას შეისწავლის

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, ОДКБ-ს სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ფაშინიანის პოზიციას გამოეხმაურა.  ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთში ОДКБ -ს წვრთნების ჩატარებაზე უარი განაცხადა მისი თქმით, კრემლი შეისწავლის სომხეთის პოზიციას, რომლის თანახმადაც ფაშინიანმა უარი თქვა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე არ ჩაატაროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამხედრო წვრთნები. პესკოვის თქმით, ამ განცხადების შეფასება ახლა ნაადრევია. „სომხეთის პრემიერის ეს განცხადება საკმაოდ ახალია და ვფიქრობ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნები ერთმანეთთან კავშირზე იქნებიან და ისინი გაარკვევენ სომხეთის პოზიციის დეტალებს", - განაცხადა პესკოვმა. მისივე სიტყვებით, სომხეთთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან ეს სახელმწიფო რუსეთის ახლო მეგობარი და პარტნიორია.  

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ყოფნა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, რომელსაც რეალურად რუსეთი ხელმძღვანელობს, მას „გარკვეულ პრობლემებს“ უქმნის.   ამიტომ, ერევნისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხებში დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა.  გრიგორიანმა აღნიშნა, რომ 2020 წლიდან სომხეთისთვის ორგანიზაციის დახმარების რაიმე მაგალითის დასახელება რთულია. „აზერბაიჯანის სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმის დროს ორგანიზაციამ სომხეთს დახმარება არ გაუწია და როდესაც სომხეთმა საბოლოოდ მოძებნა და იპოვა ალტერნატივები, მაგალითად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, მხოლოდ მაშინ დაიწყო ამ ორგანიზაციამ მისი დახმარება.   „სომხეთს თავს დაესხნენ სამჯერ და საბოლოოდ ეგრეთ წოდებული სამხედრო ბლოკი სომხეთს ფაქტების დამდგენ მისიას სთავაზობს. ეს, სულ მცირე, არასერიოზულია", - აღნიშნა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.   ერევანმა ФСБ-ს მიერ სატრანსპორტო კომუნიკაციების კონტროლზე უარი განაცხადა - მედია რატომ არ მონაწილეობს ОДКБ-ს შეხვედრაში სომხეთის თავდაცვის მინისტრი  

სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს ОДКБ-ს წვრთნებში, რომელიც ბელორუსში გაიმართება

სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს CSTO-ს ქვეყნების სამაშველო ქვედანაყოფების მონაწილეობით დაგეგმილ სპეციალურ წვრთნებში, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ბელორუსში გაიმართება. „სომხეთის მონაწილეობა The Rock-2023-ის («Скала-2023») წვრთნებში არ არის გათვალისწინებული,“ - იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით. მისივე თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების მიზეზი „შსს-ს სამაშველო სამსახურის პროფესიული დატვირთვაა.“ სწავლება - The Rock-2023 პირველიდან 6 სექტემბრამდე. სწავლების თემა რადიაციული ავარიის შედეგების ლიკვიდაციაა. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის  

ОДКБ სომხეთს სასაზღვრო რაიონებში მისიის განთავსებას სთავაზობს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) მზადაა, დაუბრუნდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სადამკვირვებლო მისიის განლაგების საკითხის განხილვას და ორგანიზაცია ერევნის პასუხს ელოდება. ამის შესახებ სომხური მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორ, მიქაელ აღასანდიანის კომენტარზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ ველოდებით ერევნის პოზიტიურ პასუხს და მზად ვართ, განვაახლოთ არსებითი მუშაობა სომხეთის სასაზღვრო რეგიონებში CSTO-ს სადამკვირვებლო მისიის გაფართოების წინადადებისა და სხვა ერთობლივი ღონისძიებების მიმართულებით ჩვენი მოკავშირის დასახმარებლად,“ - განაცხადა აღასანდიანმა. CSTO-დან შესაძლო გასვლის საკითხი კვლავ სომხეთის დღის წესრიგშია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის ფაშინიანმა აღნიშნა, რომ CSTO-ში წევრობამ დაბლოკა სომხეთის შესაძლებლობები, შეეძინა იარაღი სხვა ქვეყნებიდან. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი არ ტოვებს ОДКБ-ს, თავად ორგანიზაცია ტოვებს სომხეთს - ფაშინიანი  

ირანი ОДКБ-ს წვრთნებზე მიიწვიეს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CSTO) ირანი წვრთნებზე (Brotherhood 2023 ) 2023, დამკვირვებლად მიიწვია. ამის შესახებ 28 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალ-პოლკოვნიკმა, ანატოლი სიდოროვმა, CSTO-ს გაერთიანებული შტაბის უფროსმა განაცხადა. მისი თქმით, წვრთნებს შეუერთდებიან სამხედრო დამკვირვებლები ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან და მონღოლეთიდან. სიდოროვმა წვრთნების გეგმა არ გაამჟღავნა, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერიოზული ყურადღება დაეთმობა საავიაციო კომპონენტს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას. მას არც მონაწილე ქვეყნების სია გაუსაჯაროებია. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთი მონაწილეობას არ მიიღებს ОДКБ-ს წვრთნებში, რომელიც ბელორუსში გაიმართება  

ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს

რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) დაახლოებით, 2500-მა სამხედრომ წვრთნები დაიწყო ბელორუსის იმ ნაწილში, რომელიც NATO-ს წევრ პოლონეთსა და ლიეტუვას ესაზღვრება. სწავლება 6 სექტემბრამდე გაგრძელდება. მედიის ცნობით, წვრთნებს შეუერთდნენ დამკვირვებლები ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, ირანიდან და მონღოლეთიდან. ამასთან, CSTO-ს სწავლებაში არ მონაწილეობს ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი, სომხეთი. მიზეზები სტატიაში დაკონკრეტებული არ არის. წვრთნების ფონზე უკრაინა საზღვრის დაცვას აძლიერებს. ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის რაც შეეხება ბელორუსს, ცნობილია, რომ პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ბელორუსთან საზღვრის ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. ლიეტუვა ბელორუსთან საზღვარზე კიდევ ორი გამშვები ​​პუნქტის დახურვას გეგმავს ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.  ევროკავშირის შეფასებით, ბელორუსში ლუკაშენკოს რეჟიმი მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. კერძოდ, ის რუსეთს აძლევს საშუალებას, ბელორუსის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტებით შეუტიოს უკრაინას და მის ტერიტორიაზე სამხედრო პერსონალი, მძიმე ტექნიკა, ტანკები და სამხედრო ტრანსპორტიორები შეიყვანოს. ის ასევე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს ნებას რთავს, ბელორუსის საჰაერო სივრცის გავლით გადავიდნენ უკრაინაში და მათ საწვავგასამართი სადგურებით უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ლუკაშენკოს რეჟიმი რუსეთს ბელორუსის ტერიტორიაზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის განთავსების საშუალებას აძლევს. ამის საპასუხოდ, ევროკავშირმა ბელორუსში სანქციები დააწესა იმ პირებზე, რომლებიც რუსეთთან უკრაინის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. მან, ამასთან, მთელ რიგ მნიშვნელოვან სექტორებს ვაჭრობის უფლება შეუზღუდა. შეზღუდვები შეეხო ბელორუსის სამხედრო პერსონალის 42 მაღალი რანგის წევრსაც. მათ ამ ომში შესრულებული როლისთვის აქტივები გაეყინათ და ევროკავშირში მოგზაურობა აეკრძალათ. გარდა ამისა, ევროკავშირმა შეზღუდა ვაჭრობა ისეთი სახის საქონლით, რომელიც საჭიროა თამბაქოს პროდუქტის, მინერალური საწვავის, სამშენებლო მასალის თუ სასუქების საწარმოებლად. შეზღუდვები ასევე დაწესდა ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიის და იმ სახის საქონლისა და ტექნოლოგიის ექსპორტზე, რომელიც ბელარუსის სამხედრო, თავდაცვის და უშიშროების სექტორებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. შეიზღუდა ამ პროდუქტებთან და ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მომსახურებების მიწოდებაც. 2022 წლის 9 მარტს ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემას ჩამოაშორა სამი ბელორუსული ბანკი — Belagroprombank, Dabrabyt ბანკი და ბელორუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკი. 3 ივნისს სიას ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიც დაემატა. გარდა ამისა, აიკრძალა რეზერვების და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ოპერაციები ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ბელორუსთან ვაჭრობის და ბელორუსში ინვესტირების მიზნით სახელმწიფო დაფინანსების გაცემა.  

სომხეთმა რუსეთის დომინირებით მოქმედი ОДКБ-დან მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია

სომხეთმა ვიქტორ ბიაგოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) რესპუბლიკის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობიდან გაიწვია. „პრემიერ მინისტრის (ნიკოლა ფაშინიანი - IF) წინადადების საფუძველზე, კონსტიტუციის მუხლებისა და დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, ვიქტორ ბიაგოვი გაწვეულია CSTO-ში სომხეთის მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენლის თანამდებობიდან.“ სომხური მედიის ცნობით, პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბიაგოვი CSTO-ში სომხეთის მუდმივ წარმომადგენლად 2018 წლის ნოემბერში დაინიშნა. პრეზიდენტის სხვა ბრძანებულებებით ბიაგოვი დაინიშნა სომხეთის ელჩად ნიდერლანდებში და რესპუბლიკის მუდმივ წარმომადგენლად ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში. მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებში არ არის დაზუსტებული, ერევანმა მთლიანად გაიწვია წარმომადგენელი თუ კონკრეტულად, მხოლოდ ვიქტორ ბიაგოვის შეცვლას აპირებს. შეგახსენებთ, ბელორუსში ОДКБ-ს წვრთნები დაიწყო, სწავლებაში სომხეთი არ მონაწილეობს. სამი დღის წინ კი, ფაშინიანმა უსაფრთხოების სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებას სტრატეგიული შეცდომა უწოდა.  

ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთი სომხეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებებში, ხოლო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია - ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ფრანგულ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ორგანიზაციაში თავისი წევრობა გაყინა, რადგან ამ გაერთიანებამ არ შეასრულა უსაფრთხოების სფეროში სომხეთის მიმართ არსებული ვალდებულებები. შეკითხვას, დატოვებს თუ არა სომხეთი ორგანიზაციას, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ ამას მომავალი აჩვენებს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ 2023 წლის სექტემბრის და ოქტომბრის მოვლენების დროს, რუსეთის მაღალჩინოსნები სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდებდნენ კანონიერად არჩეული, ლეგიტიმური მთავრობის დამხობისკენ. ფაშინიანი გულისხმობდა პერიოდს, როცა აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღის დაბრუნებას სომხეთში მოჰყვა საპროტესტო აქციები მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებია, რუსული ტელეარხები აწარმოებენ კოორდინირებულ და მიზანმიმართულ ანტიპროპაგანდას სომხეთის ხელისუფლების და პირადად პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამასთან, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, ხოლო სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები „ინსტიტუციური ტრადიციების ფარგლებშია." 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. 2023 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად, აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი. 2023 წლის ოქტომბერში სომხეთმა უარი თქვა ყირგიზეთში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე, ხოლო ნოემბერში ნიკოლ ფაშინიანი არ დაესწრო წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტს, რომელიც მინსკში ჩატარდა.  

ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი დატოვებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), თუ არ უპასუხებს ერევნის მიერ დასმულ შეკითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ფაშინიანის თქმით, სომხეთმა მიიღო გარანტიები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისგან, რომ მზადაა აზერბაიჯანთან საზღვარზე სამშვიდობო ძალები განალაგოს, მაგრამ ორგანიზაციას რესპუბლიკაში მისი პასუხისმგებლობის ზონა არ მიუთითებია. „ჩვენ გვაქვს შეკითხვა: სამშვიდობოები ნეიტრალური მხარეა და ОДКБ ჩვენი ორგანიზაციაა. აქ წარმოიქმნება შეუსაბამობები, თუ სომხეთის სუვერენული ტერიტორია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის „წითელი ხაზია“, მაშინ აჩვენეთ, რა არის თქვენი გაგებით სომხეთის სუვერენული ტერიტორია. ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა მათ არ უჩვენებიათ სომხეთის სუვერენული ტერიტორია. დღეს ეს საკითხი „მაგიდაზეა“. თუ ОДКБ ამ კითხვას უპასუხებს და პასუხი ჩვენს იდეებს შეესაბამება, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სომხეთსა და ОДКБ -ს შორის არსებული საკითხები მოგვარებულია, ყველა შემდგომი შედეგით. თუ არა, მაშინ სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, ვერ გეტყვით, როდის,“ - განაცხადა ფაშინიანმა.  

სომხეთი არ შეურთდა ОДКБ-ს განცხადებას, რომელიც რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

სომხეთი არ შეუერთდა CSTO-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას, რომელმაც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტი დაგმო. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის პრესმდივანმა ნელი ღულიანმა NEWS.am-ს განუცხადა. „სომხეთმა გაყინა CSTO-ს წევრობა,“ განმარტა სპიკერმა. 2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. ფაშინიანი: სომხეთმა ОДКБ-ს წევრობა გაყინა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს. CSTO-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დაგმეს 22 მარტს Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული აქტი. ფაშინიანი: სომხეთი დატოვებს ОДКБ-ს, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება