უკრაინის შეირაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.
პროკუდინის ინფორმაციით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. მისი ინფორმაციით, წყალი კრიტიკულ დონეს დაახლოებით 5 საათში მიაღწევს.
„ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები“, - განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.
ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს და მიმდინარეობს ვითარების მონიტორინგი.