საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში თავდასხმა მოხდა. BBC-ის ცნობით, რამდენიმე ბავშვი დაიჭრა.
გამოცემა ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყებამ დაადასტურა, რომ დამნაშავე პოლიციამ დააკავა. რეგიონის დეპუტატმა თავდასხმას საზარელი უწოდა და თქვა, რომ ხელისუფლება მომხდარს იძიებს. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილზე მიდის.