საფრანგეთის ქალაქ ანსის ერთ-ერთ პარკში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოეხმაურა.
„აბსოლუტურად მხდალმა ადამიანმა თავდასხმა განახორციელა ანსის პარკში. ბავშვები და მოზარდები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე არიან. მთელი ერი შოკირებულია. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ისევე როგორც მათი ოჯახები და ის ადამიანები, ვინც ადგილზე პირველი მივიდა“,- წერს მაკრონი სოციალურ ქსელში.