დიდი ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და აშშ-ის ლიდერი, ჯო ბაიდენი ახალ ეკონომიკურ პარტნიორობას სახელწოდებით - „ატლანტიკური დეკლარაცია" აცხადებენ.
BBC-ს თანახმად, ეს არ არის იგივე, რაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, მაგრამ შექმნილია ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
ეს „შეამცირებს მოწყვლადობას“ მიწოდების ჯაჭვებში და „რუსეთს გლობალურ ბაზარზე თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს“.
სუნაკი ამბობს, რომ ეს ნიშნავს აშშ-ის ახალ ინვესტიციას დიდ ბრიტანეთში და სავაჭრო ბარიერების შემცირებას "მომავლის ტექნოლოგიებში".
„ეკონომიკური და თავდაცვითი თანამშრომლობა „უნდა იყოს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის ალიანსის ორი საყრდენი“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა, სამშაბათს, აშშ-ში გამგზავრების წინ.