უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს კახოვკის ჰესის კაშხლის განადგურების შედეგები. კულებას თქმით, აშშ უკრაინას ზარალის შემსუბუქებაში ეხმარება.
უკრაინელი მინისტრის თქმით, ამერიკელ კოლეგასთან ასევე განიხილა სამხედრო დახმარებისა და ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის საკითხები.
„აშშ გააგრძელებს ძალისხმევას მეტი იარაღისა და საბრძოლო მასალის მოწოდებისთვის“, - წერს კულება Twitter-ზე.
თავის მხრივ, სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმაც. მისი მიხედვით, მხარეებმა განიხილეს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისადმი, რადგან კიევი მოსახლეობასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმებისგან იცავს თავს.
მდივანმა გამოთქვა შეშფოთება ათასობით უკრაინელის გამო, რომლებიც კახოვკის კაშხლის ბოლოდროინდელი განადგურებით დაზარალდნენ და კულებას შესთავაზა აშშ-ის შემდგომი მხარდაჭერა დაზარალებულთათვის.
- ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
- რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
- რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი