ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ფრონტის სულ მცირე სამ მონაკვეთზე ჩაატარეს კონტრშეტევითი ოპერაციები.
ანალიტიკოსების თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა 7 ივნისის ღამიდან ლოკალური, თუმცა მნიშვნელოვანი იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში.
მანამდე, 4 ივნისს უკრაინის ძალებმა ლოკალური კონრშეტევის შედეგად, დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, ზაპოროჟიეს ოლქის საზღვართან ტაქტიკურ წარმატებას მიაღწიეს.