შვედეთი NATO-ს მის ტერიტორიაზე ჯარების განლაგების ნებას დართავს

შვედეთი NATO-ს ნებას დართავს, ჯარები მის ტერიტორიაზე განათავსოს იქამდე, სანამ ქვეყანა ოფიციალურად შეუერთდება თავდაცვის ალიანსს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

„მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა შეიძლება გაიარონ მომზადება NATO-სა და NATO-ს ქვეყნებთან ერთად, რათა უზრუნველყონ მომავალი ერთობლივი ოპერაციები“, - განაცხადეს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, შვედეთმა, შარშან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, თუმცა, თურქეთისა და უნგრეთის მხრიდან წინააღმდეგობამ პროცესი შეაჩერა. შვედეთის ხელისუფლებაში იმედოვნებენ, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება ლიეტუვაში მომავალ თვეში დაგეგმილ სამიტზე მოხდება.