პაკისტანმა და თურქმენეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ გეგმას (JIP), რომ თურქმენეთის, ავღანეთის, პაკისტანისა და ინდოეთის (TAPI) გაზსადენის პროექტზე მუშაობა დააჩქარონ. ხელმოწერის ცერემონიას ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
შეთანხმებას პაკისტანში, თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტისას გაფორმდა.
თურქმენეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ხედვის მნიშვნელოვანი კომპონენტი, TAPI-ს გაზსადენის პროექტი უზრუნველყოფს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ ზრდას და კეთილდღეობას როგორც პაკისტანში, ასევე, მთელ რეგიონში.
„ეს პროექტი არის პაკისტანისა და თურქმენეთის სტრატეგიული თანამშრომლობის გამოვლინება ენერგეტიკულ სექტორში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
TAPI-ს გაზსადენის პროექტი მიზნად ისახავს ბუნებრივი აირის მიწოდებას თურქმენეთის გალკინიშის გაზის საბადოდან პაკისტანში, ავღანეთის გავლით. მილსადენის მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში დაიწყო.
პროექტის მოცულობა 33 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში. მილსადენის სიგრძე 1814 კილომეტრია.