კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 5 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, 9 ივნისის მდგომარეობით, ხერსონის ოლქში დატბორილია 48 დასახლებულ პუნქტი. მათგან 34 - მდინარე დნეპრის მარჯვენა და 14 - რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარცხენა ნაპირზე.
ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს, დატბორილია 3 625 სახლი. ევაკუირებულია 2 412 ადამიანი.
ნიკოლაევის ოლქში: დატბორილია 23 დასახლებული პუნქტი. ევაკუირებულია 815 მოქალაქე.
რაც შეეხება ხერსონის ოლქის მეორე ნაწილს, დნეპრის მარცხენა ნაპირს, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, კრემლის მიერ ე.წ. გუბერნატორად დანიშნული ვლადიმირ სალდოს მიერ ტელეგრამით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 8 ადამიანი.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტოები ადგილობრივ დე ფაქტო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერენ, რომ 17 დასახლებულ პუნქტში დატბორილია 22 200-მდე სახლი და ევაკუირებულია 5 800-ზე მეტი ადამიანი.
სტიქიური უბედურების ზონაში ინფორმაცია დამოუკიდებელი წყაროებით ვერ მოწმდება.
- ასევე წაიკითხეთ: უკრაინა „ომის ახალ განზომილებაში“
- რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება
- რუსებმა თუ განზრახ ააფეთქეს კაშხალი, ეს იქნება ომის დანაშაული და მას ვერ გაამართლებენ „რაიმე სამხედრო აუცილებლობით“- იან ბონდი