თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ქარხანაში აფეთქება მოხდა. 5 მუშა დაიღუპა.
გამოძიება დაიწყო.
საწარმო, სადაც აფეთქება მოხდა, ელმადაგის რაიონში, საცხოვრებელი უბნებიდან შორს მდებარეობს.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ ჯერ აფეთქების ხმა გაიგეს, შემდეგ კი, ქარხნის თავზე კვამლი დაინახეს. CNN-ი იტყობინება, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.