მოლდოვა უკრაინას $230,000-ის ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

მოლდოვა უკრაინას კახოვკის კაშხლის ნგრევის ეკოლოგიური და ჰუმანიტარული შედეგების დაძლევისთვის, დახმარებას უგზავნის. 

კერძოდ, უკრაინას დაახლოებით 230 000 აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდება. იტყობინბეა სააგენტო Moldpres-ი. 

გავრცელებული ინფორმაციით, დახმარებაში შედის წყლის სატუმბი სადგურები, გასაბერი ნავები, საკვები პროდუქტები და სხვა აღჭურვილობა.