ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს, პატრიარქ კირილს ქვეყანში შესვლა აუკრძალა.
ეს აკრძალვა სულ რუსეთის 58 მოქალაქეს შეეხო.
ხსენებული ნაბიჯი ნაწილობრივ, ადრინდელი ბრძანების ვადის გასვლით გამომდინარეობს.
„პატრიარქი კირილი არის პუტინის იდეოლოგიის ერთ-ერთი უდიდესი მიმდევარი და მომხრე", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უწყების განმარტებით, სიას გადახედვა სჭირდებოდა, რადგან მთავრობის ბრძანებით დაწესებული შესვლის აკრძალვის ვადა ამოიწურა.
„ჩვენ ასევე განვაახლეთ იმ ადამიანების სია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევას“, - აცხადებენ უწყებაში.
მაგალითად ასევე მოყვანილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ვლადიმერ კარა-მურზას დაპატიმრება.
პატრიარქ კირილისთვის აკრძალვის დაწესების გარდა, განახლებულ სანქციების სიას დაემატა ცხრა პირი, რომლებიც ჯერ არ ექვემდებარებიან ევროკავშირის სანქციებს.