ბელგოროდის ოლქში, 15 სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა.
რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ შემთხვევა ალექსეევკის რაიონში მოხდა. ყველა ვაგონი ცარიელი იყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რკინიგზის ხაზზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია, ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ.
ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონები ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ხდება საარტილერიო დაბომბვები და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები, რაშიც რუსული მხარე უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა დაბომბვებზე კომენტარს არ აკეთებს.
მოსკოვიდან სამხრეთით მდებარე კალუგის ოლქში ღამით, ჟუკოვისა და მედინის რაიონებში ორი დრონი ჩამოვარდა.
ჟუკოვის რაიონში ორი სახლი ნაწილობრივ დაინგრა.
დრონების დაცემა გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ დაადასტურა.