თეგი: ბელგოროდი

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, - წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე. ამასთან, ელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიშის შესახებ ინფორმაციაზე უკრაინაში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.

მედია: რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, აფეთქებებს მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ამასთან, როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა და შვიდი სახლი დაზიანდა.  

რუსული წყაროები რუსეთის ქალაქ ბელგოროდში 16 აფეთქების შესახებ იუწყებიან

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 16 ოქტომბერს იტყობინება, რომ 16 აფეთქების ხმა გაისმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს. სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეობი აფეთქებებს ადასტურებს. რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. უკრაინას მის პოტენციურ ჩართულობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. მანამდე, 15 ოქტომბერს ბელგოროდში დაბომბვის გამო, ნავთობის საცავში ხანძარი გაჩნდა. ბელგოროდში, სამხედრო ნაწილში სამმა ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. 22 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 16 გლადკოვის თქმით, ბელგოროდში საბრძოლო მასალის საწყობი ააფეთქეს. მან თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევს კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რუსეთში, ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა

რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში ნავთობტერმინალზე აფეთქება მოხდა. ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფელ გოლოვჩინოში, ნავთობის ტერმინალი იწვის. მსხვერპლი არ არის. გლადკოვმა აღნიშნა, რომ 21 ნოემბრამდე, რეგიონში საფრთხის დონე მაღალია, რაც „ტერორისტული თავდასხმების" მნიშვნელოვან რისკზე მიუთითებს.  

რუსეთის ფედერაციაში, ბელგოროდში აფეთქებებს 5 წვევამდელი ემსხვერპლა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში აფეთქებების შედეგად 5 წვევამდელი დაიღუპა. როგორც ცნობილია, არიან დაჭრილებიც.  ტელეგრამ არხის ASTRA-ს ცნობით,  ცეცხლი შებეკინოს საგუშაგოზე გახსნეს. მედია წერს, რომ დაღუპულები და დაჭრილები იქვე მდებარე ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის წვევამდელი ჯარისკაცები არიან და ყველა გარდაცვლილი დაახლოებით 20 წლისაა. მანამდე რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებებს მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.  17 იანვრის ღამეს რუსეთის ქალაქ ბელგოროდში აფეთქებება მოხდა, ამასთან, რუსეთი აფეთქებებში უკრაინას ადანაშაულებს.  

9 მაისისთვის დაგეგმილი სამხედრო აღლუმი ბელგოროდის შემდეგ, კურსკშიც გაუქმდა

რუსეთის ქალაქ კურსკში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 100 კილომეტრში მდებარეობს, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი გაუქმდა. გადაწყვეტილებას ოფიციალურად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზით ხსნიან. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა. 9 მაისისთვის დანიშნული სამხედრო აღლუმი გასულ კვირას ბრიანსკის რეგიონშიც გაუქმდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ცენტრში დიდი რაოდენობით აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის კონცენტრაციით, მტრის პროვოცირება არ სურდა.  

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს დრონით შეუტიეს

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია. გამოცემა „ბაზა“ წერს, რომ დრონი აეროპორტის ღობესთან აფეთქდა. დაზიანდა აეროპორტის სიგნალიზაციის კაბელი. ბოლო თვეების განმავლობაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინა არაერთხელ დაადანაშაულა ბელგოროდის ოლქზე სარაკეტო და დრონებით დარტყმებში, რასაც კიევი ოფიციალურად არ ადასტურებს. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის ბელგოროდის ოლქში დისლოცირებულ საბრძოლო ავიაციას იყენებს.  

ბელგოროდში ხანძრები სავარაუდოდ, დრონების შეტევის შემდეგ გაჩნდა - მედია

ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქსში ორ სამოქალაქო ობიექტზე ხანძრები იყო. რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი არ აკონკრეტებს, რომელ ობიექტზეა საუბარი. მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის და ხანძარი ლიკვიდირებულია. ზოგიერთი წყარო წერს თბოელექტროსადგურზე შეტევის, ზოგიც კი ქვესადგურზე შეტევის შესახებ. გარდა ამისა, რუსული წყაროების უმეტესობა დრონს უკრაინულს უწოდებს. 11 აპრილს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის ქალაქ ბელგოროდის აეროპორტს დრონით შეუტიეს.  

დანილოვი ბელგოროდში აფეთქებაზე: რუსული არმია საკუთარ მოსახლეობას აშინებს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი გამოეხმაურა 20 აპრილს მომხდარ აფეთქებას ბელგოროდში და აღნიშნა, რომ რუსული არმია აგრძელებს საკუთარი ქალაქების პროვოკაციულ დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებისა და ესკალაციის წახალისების მიზნით. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესყიდვის ინიციატოვას სლოვენია უერთდება „რუსეთის საოკუპაციო არმია აგრძელებს მისი ქალაქების პროვოკაციულ დაბომბვას მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად და ესკალაციის წაქეზებისთვის", - წერს დანილოვი.  

რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი რუსეთის ქალაქში ჩამოაგდო - CNN

რუსულმა „სუ-34“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა ბომბი ჩამოაგდო რუსეთის ქალაქ ბელგოროდში, სადაც 400 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამის შესახებ CNN წერს. დაშავდა ორი ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გაუთვალისწინებელი გაშვება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე 20-მეტრიანი რადიუსის კრატერი დარჩა. მისივე თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი. ამერიკული მედია იხსენებს, რომ რუსული სახელმწიფო მედია ამაყობდა ქვეყნის სუ-34 საბრძოლო თვითმფრინავებით გასულ დეკემბერში, როდესაც განაცხადა, რომ ბომბდამშენების ახალი პარტია“ გადაეცა რუსეთის ძალებს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, თუმცა არ მიუთითა მიწოდებული თვითმფრინავების კონკრეტული რაოდენობა. „სუ-34 ბომბდამშენი იქნება რუსული ფრონტის თვითმფრინავების ძირითადი დამრტყმელი ძალა. განახლებულ Su-34 საბრძოლო თვითმფრინავს აქვს გაფართოებული საბრძოლო შესაძლებლობები, რაც მას საშუალებას აძლევს, გამოიყენოს მოწინავე საჰაერო ხომალდი, გაზარდოს დამრტყმელი სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების დიაპაზონი და გააფართოოს დაბომბვის პირობები და სიზუსტე“, - ნათქვამი იყო კრემლის მიერ კონტროლირებადი TASS-ის იმდროინდელ ცნობებში.  რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინის ლუგანსკის, ხარკოვის და სუმის ოლქებს ესაზღვრება. მოსკოვის სუ-34-ის ფლოტმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა ომის დაწყების შემდეგ, ზოგიერთი შეფასებით, 10% ან მეტი განადგურდა.  „ამ კვირის დასაწყისში რეგიონის სოფელს, უკრაინის საზღვარზე, დაარტყეს კიევის ძალებმა“, - აცხადებდა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი გლადკოვი. ადგილობრივმა მედიამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ორმა თვითმფრინავმა მცირე ბომბი ჩამოაგდო ადგილობრივ თბოელექტროსადგურებზე. უკრაინა არ დაადასტურებს თავის მონაწილეობას ამ ინციდენტში. „ჩვენ არ დავადასტურებთ და არც უარვყოფთ [უკრაინის ჩართულობას]“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის დაზვერვის წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა.

რა ვითარებაა ბელგოროდის რეგიონში

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში რთული ვითარებაა. უკრაინული მედია „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. მისივე თანახმად, ლეგიონი და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი” რუსეთის ფედერაციის საზღვარზე დემილიტარიზებულ ზონას ქმნიან, საიდანაც რუსული არმია უკრაინაზე თავდასხმას ვერ შეძლებს. რუსეთის თავისუფლების ლეგიონის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ „სვლას სრულიად რუსეთის გათავისუფლებისკენ“. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, გრაივორონში კიდევ სამი ადამიანი - ორი კაცი და ერთი ქალი დაშავდა. მისივე ინფორმაციით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გლადკოვის თქმით, დაზიანებულია სამი კერძო საცხოვრებელი სახლიც. „იერიში განხორციელდა ადმინისტრაციის შენობაზეც. სოფელ ზამოსტიეში ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა, რის შედეგადაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ასევე, დაშავებულია ქალბატონი, რომელსაც ჭრილობა ხელის არეში აღენიშნება. მას დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ზიანის შესახებ ინფორმაცია ახლდება“, - განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა. რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა თქვა, რომ უკრაინის არმიის „დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა" რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრი იუსოვმა აღნიშნა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ სპეცოპერაციას, რომლის მიზანია ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.  

გუბერნატორის თქმით, ბელგოროდში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა

რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა.   „დღეიდან ბელგოროდის რაიონში „მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. რა ვითარებაა ბელგოროდის რეგიონში მისივე თქმით, კონტრტერორისტული რეჟიმი აწესებს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს - მოქალაქეების დოკუმენტების შემოწმებიდან დაწყებული ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად სახიფათო ნივთიერებების მრეწველობის საქმიანობის შეჩერებამდე. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინას ბელგოროდის ოლქში მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს. პოდოლიაკის თქმით, „უკრაინა ინტერესით აკვირდება რუსეთის ბელგოროდის ოლქის მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა არავითარი კავშირი არ გააჩნია“. „ტოტალიტარულ ქვეყანაში ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა ყოველთვის, გარდაუვლად იქცევა პარტიზანულ მოძრაობად იარაღით ხელში“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი. ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მათ ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები იმყოფებიან და მათთან ბრძოლა მიმდინარეობს.  

რა ცნობები ვრცელდება ბელგოროდიდან

ბელგოროდში, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს. ამის შესახებ ცნობებს უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა. კვამლის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ გამოაქვეყნა. „ბელგოროდში „ეფ-ეს-ბეს“ შენობას დაარტყეს. ქალაქში შემოღებული კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე", - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე გავრცელებული ცნობებით, 22 მაისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:20 საათზე ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა. რუსული „ტელეგრამ“ არხი „რიბარი“ თვის მხრივ, იუწყება, რომ თავდასხმის სამიზნე იყო არამხოლოდ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობა, არამედ, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაც. ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორმა ორშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, გრაივორონოვსკის ოლქში გადავიდა უკრაინელთა „საბოტაჟის ჯგუფი", რომელიც რუსეთის ძალებმა მოიგერიეს. პარალელურად, უკრაინული მედიასაშუალება, Hromadske ციტირებს უკრაინის სამხედრო დაზვერვას, რომ თავდასხმა განახორციელეს რუსეთის ორმა შეიარაღებულმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა (RVC), რომლებშიც რუსეთის მოქალაქეები არიან გაერთიანებულნი. ამ ცნობას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ტელეგრამ არხი Baza აქვეყნებს ჩანაწერს, რომელიც თითქოს აჩვენებს სასაზღვრო პუნქტისკენ მიმავალ უკრაინულ დაჯავშნილ მანქანას. გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა საგანგებო რეჟიმი აამოქმედა, რითიც ხელისუფლებას საშუალება მიეცა, შეეზღუდა მოძრაობა და კომუნიკაციები. კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პრეზდიენტი ვლადიმირ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ გრძელდება "კონტრტერორისტული ოპერაცია". გუბერნატორის ინფორმაციით, ევაკუაციისას გარდაიცვალა ქალი, რომლის სიკვდილის მიზეზი ჯერ დაუდგენელია. გლადკოვის ცნობით, დასახლებულ პუნქტებში, სადაც „მოწინააღმდეგე შევიდა“, დაჭრილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებთან მოსაზღვრე გრაივორონსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია 22 მაისს დაიწყო. მანამდე, ბელგოროდის გუბერნატორმა გამოაცხადა, რომ ოლქის ტერიტორიაზე, „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია და მისი ლიკვიდაციისთვის „კონტრტერორისტული ოპერაცია“ მიმდინარეობს. უკრაინა ბელგოროდის ოლქზე შეტევასთან კავშირს უარყოფს. რა ვითარებაა ბელგოროდის რეგიონში გრაივორონსკის რაიონზე შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები საკუთარ თავს პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს უწოდებენ. 22 მაისს განაცხადეს, რომ „გაათავისუფლეს“ ბელგოროდის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტი. 22 მაისს, უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ განცხადება, რომ ამ ეტაპზე, რუსეთის საზღვარზე ქმნიან „დემილიტარიზებულ ზონას“, რომ რუსმა სამხედროებმა ვეღარ შეძლონ უკრაინის ტერიტორიის დაცხრილვა. ლეგიონის თანახმად, მთავარი მიზანია „პუტინის დიქტატისგან მთელი რუსეთის გათავისუფლება და დანაშაულებრივი ომის შეწყვეტა“.

რა როლს თამაშობს უკრაინა ბელგოროდის რეგიონში

არცერთი უკრაინელი ჯარისკაცი არ შესულა რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის რეგიონში საბრძოლო ოპერაციის დროს, რომელსაც შეიარაღებული რუსული ანტისამთავრობო ჯგუფები ატარებდნენ და რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეს იბრძვიან. წერს New York Times-ი, რომელიც უკრაინელ ოფიციალურ პირს ციტირებს.  მისი თქმით, უკრაინის სამხედროებმა დამხმარე როლი ითამაშეს 22 მაისის შეჭრაში, იცავდნენ საზღვარს რუსეთის ბელგოროდის რეგიონთან რუსეთის პოტენციური კონტრშეტევისგან. რუსეთის შიგნით გაჩაღებულ ბრძოლებზე და უკრაინის საზღვართან რუსული სოფლების დაკავებაზე, თავისუფალმა რუსეთის ლეგიონმა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა აიღეს პასუხისმგებლობა.  23 მაისს „კონტრტერორისტული ოპერაციის" დასრულების გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, რუსეთის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონს თვითმფრინავები "დიდი რაოდენობით" დაესხნენ თავს. მისივე თანახმად, გრეივორონის რაიონში ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა ანტირუსულ ჯგუფებთან სავარაუდო ბრძოლის შედეგად. გლადკოვმა დაამატა, რომ უსაფრთხოების ძალები კვლავ ასუფთავებენ ტერიტორიას, რის შემდეგაც ევაკუირებულ მოსახლეობას შეეძლო სახლში დაბრუნება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 23 მაისს განაცხადა, რომ მათ დაამარცხეს "უკრაინული ფორმირებები", რომლებიც აცხადებდნენ, რომ "მოკლეს 70 მებრძოლი" და გაანადგურეს ოთხი ჯავშანტექნიკა და ხუთი სატვირთო მანქანა, ხოლო "დარჩენილი ფორმირებები ბელგოროდის ოლქიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს". თუმცა, რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა უარყო ეს მტკიცება. უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურად ისაუბრა, NYT-თან, განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფებმა განიცადეს დანაკარგები, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ გავლენა იქონიოს მათ საბრძოლო შესაძლებლობებზე. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა არაერთგვაროვანი განცხადებები გააკეთეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა, ანდრი იუსოვმა 22 მაისს Suspilne-ს დაუდასტურა, რომ რუსულმა ანტისამთავრობო ჯგუფებმა მართლაც დაიწყეს საბრძოლო ოპერაცია რუსეთის ბელგოროდის ოლქში. იუსოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაცია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე „უსაფრთხო ზოლის“ შექმნას ისახავს მიზნად, ის „ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეების მიერ“ ტარდება. შემდეგ მან CNN-ს განუცხადა, რომ ქვედანაყოფები, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი, უკრაინაში "თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ნაწილი" იყვნენ, მაგრამ „რუსეთში ისინი მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები". უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თავის მხრივ, ბელგოროდის მოვლენებში კიევის რაიმე მონაწილეობა უარყო.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ბელგოროდის გვარდიის პოლკოვნიკი ლიკვიდირებულია

ბელგოროდის გვარდიის პოლკოვნიკი ლიკვიდირებულია  სოფელ ნოვაია ტავლოჟანკაში. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული Unian-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოზე დაყრდნობით ავრცელებს.  "ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, 4-5 ივნისის ღამეს სოფელ ნოვაია ტავოლჟანკაში დაიღუპა ბელგოროდის ოპერატიული ჯგუფის უფროსი ანდრეი ვასილიევიჩ სტესევი, რომელიც მანამდე მსახურობდა 104-ე საჰაერო ხომალდის მეთაურად. რუსეთის ფედერაციის საჰაერო-სადესანტო ძალების თავდასხმის პოლკში“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ლეგიონი "რუსეთის თავისუფლება" იტყობინება, რომ სტესევის ლიკვიდაცია "რუს მოხალისეთა კორპუსთან" მუშაობის შედეგი იყო.

ბელგოროდის ოლქში, 15 სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა - გუბერნატორი

ბელგოროდის ოლქში, 15 სატვირთო ვაგონი რელსებიდან გადავიდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ შემთხვევა ალექსეევკის რაიონში მოხდა. ყველა ვაგონი ცარიელი იყო. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რკინიგზის ხაზზე მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერებულია, ინციდენტის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. ცნობისთვის, უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონები ბოლო თვეების განმავლობაში რეგულარულად ხდება საარტილერიო დაბომბვები და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები, რაშიც რუსული მხარე უკრაინას ადანაშაულებს. უკრაინის სარდლობა დაბომბვებზე კომენტარს არ აკეთებს. მოსკოვიდან სამხრეთით მდებარე კალუგის ოლქში ღამით, ჟუკოვისა და მედინის რაიონებში ორი დრონი ჩამოვარდა. ჟუკოვის რაიონში ორი სახლი ნაწილობრივ დაინგრა. დრონების დაცემა გუბერნატორმა ვლადისლავ შაფშამ დაადასტურა.  

ბრიანსკის რეგიონის გუბერნატორი სარაკეტო თავდასხმის შესახებ იტყობინება

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონზე სავარაუდო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. მისივე თანახმად, დღეს ორი რაკეტა ჩამოაგდეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალებმა. „ერთ-ერთი რაკეტის დაცემის შედეგად, სოფელ ბიტოშში სახერხი ქარხანა მთლიანად განადგურდა," - წერს ბრიანსკის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი. მისივე თანახმად, მსხვერპლი არ არის, ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ. რუსეთის ბელგოროდის ოლქი უკრაინას ესაზღვრება. ბრიანსკის და კურსკის რეგიონების ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმების შესახებ რეგულარულად იუწყებიან, რაშიც უკრაინის არმიას ადანაშაულებენ, რასაც უკრაინის სარდლობა ოფიციალური კომენტარით არ პასუხობს.  

გუბერნატორის თქმით, რუსეთის ბელგოროდის ოლქში ხუთი ჭურვი აფეთქდა

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გრაივორონის რაიონის სოფელ გორკოვსკის დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ სოფლის ცენტრში, სკოლის მახლობლად, ხუთი ჭურვი აფეთქდა, ერთ-ერთ ქუჩაზე კი, ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა. დაზიანებულია სახლების სახურავები, ფასადები, ზოგიერთში ჩამტვრეულია მინები. ბელგოროდის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ შებეკინოს რაიონის თავზე საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა. მისივე ცნობით, საჰაერო სამიზნე ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს. გლადკოვმა დაბომბვაში უკრაინა დაადანაშაულა. კიევი თავდასხმაში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონების ხელისუფლებები დაბომბვების შესახებ იუწყებიან.   

ზელენსკი: მზად ვართ, ბელგოროდი „გავცვალოთ“ NATO-ს წევრობაში

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „უკრაინა მზად არის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობაში რუსეთის ბელგოროდი გაცვალოს.“ „ტერიტორიის გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ NATO-ში-ში ჩვენს წევრობაში," - ხუმრობით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტს. ზელენსკი გამოეხმაურა NATO-ს გენერალური მდივნის აპარატის ხელმძღვანელის, სტიან იენსენის განცხადებას, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა შეიძლება, კიევისთვის მშვიდობის მიღწევისა და NATO-ში გაწევრიანების გზა იყოს. ამ განცხადებას კიევის მკაცრი რეაქცია მოჰყვა, რის შემდეგაც სტიან იენსენმა მის განცხადებას შეცდომა უწოდა. NATO-ს ქოლგა და „ტერიტორიული პრობლემები“ - რა განაცხადა ალიანსის მაღალჩინოსანმა რუსეთის ბელგოროდის რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, დრონებით შეტევის მცდელობები რუსეთის ტერიტორიაზე გახშირდა. რუსული მხარე თავდასხმაში ტრადიციულად უკრაინას ადანაშაულებს. კიევი რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არ ადასტურებს. ზელენსკი: თანდათან ომი უბრუნდება რუსეთის ტერიტორიას - ეს გარდაუვალი, ბუნებრივი და აბსოლუტურად სამართლიანი პროცესია ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია. ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე დანია უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს  

რუსეთი ბელგოროდზე დრონით შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქალაქ ბელგოროდის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატით შეტევას მსხვერპლი მოჰყვა. 3 ადამიანი დაიღუპა. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. გლადკოვის თანახმად, მძიმე მდგომარეობაშია 2 დაშავებული. გუბერნატორის ცნობით, აფეთქების შედეგად, განადგურებულია 2 სახლი და რამდენიმე დაზიანებულია. დრონით შეტევის შესახებ პირველი ინფორმაცია გლადკოვის ტელეგრამ-არხზე ღამის 2 საათისთვის გამოქვეყნდა. გუბერნატორი წერდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ქალაქ ბელგოროდს უახლოვდებოდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე დრონით შეტევის შესახებ ცნობები გახშირდა.  

რუსეთი სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში უკრაინული, „ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა ჩამოაგდეს. მოსკოვი ტრადიციულად აცხადებს, რომ „დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე „ტოჩკა-უ“ ტიპის ტაქტიკური რაკეტის გამოყენებით.“ რუსეთის განცხადებით, „უკრაინული რაკეტა განადგურდა საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბელგოროდის ოლქში.“ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დამოუკიდებელი რესურსები ცნობის გადამოწმებას ვერ ახერხებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ნოემბრის შუა რიცხვებში ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბელგოროდის ერთ-ერთ დასახლებაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც შვიდი სახლი, სამი ავტომობილი და ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის ტერიტორიაზე შეტევების შესახებ ცნობები გაზაფხულის შემდეგ გახშირდა.  

რუსეთის ბელგოროდის რეგიონში თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ამბობს, რომ ბელგოროდის რაიონზე, დღეს, 11 იანვარს, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. დარტყმის სამიზნე ელექტრომომარაგების ობიექტი იყო. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. მისი განცხადებით, „დაზიანებულია ელექტრომომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტი და 50-მდე ოჯახი დროებით ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.“ ბოლო დროს ბელგოროდის რეგიონში აფეთქებების შესახებ ცნობები გახშირდა. რუსული მხარე სარაკეტო დარტყმებსა და დრონების თავდასხმებზე საუბრობს. კერძოდ, რეგიონის მცხოვრებლებმა აფეთქებების ხმა 8 იანვრის საღამოსაც გაიგეს.  რუსეთის ქალაქები კვლავ დრონით შეტევის სამიზნეა  

უკრაინის გენშტაბი: გაგრძელდება ზომების მიღება რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით

უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების განადგურებას, რომლებიც რაკეტებს აწვდიან ბელგოროდის აეროდრომზე, ხარკოვისა და ხარკოვის რეგიონის დაბომბვის მიზნით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში წერია. გენშტაბის განცხადებით, მხოლოდ გასულ კვირაში მტერმა ხარკოვის ოლქზე 19 სარაკეტო შეტევა განახორციელა და რუსებმა გამოიყენეს 26 S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 3 BR "ისკანდერ-მ, რომლის შედეგადაც დაიღუპა 16 ადამიანი, მათ შორის, ერთი ბავშვი, დაშავდა 78. დაინგრა 13 შენობა, მათ შორის ერთი საავადმყოფო, სამი სასწავლო დაწესებულება და ექვსი საცხოვრებელი კორპუსი. გავრცელებული ინფორმაციით, სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად უკრაინის შეიარაღებული ძალები საჰაერო სივრცეს მონიტორინგს გაუწევენ. „სარაკეტო საფრთხის შესამცირებლად, უკრაინის შეიარაღებული ძალები არამხოლოდ აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს, არამედ, დეტალურად აკვირდებიან რაკეტების გაშვების პუნქტებს და მათი მიწოდების ლოგისტიკას, განსაკუთრებით სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების გამოყენებით. დაბომბვის დაფიქსირებული ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია ბოლო დროს, ბელგოროდის აეროდრომისკენ მიმავალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების რაოდენობის ზრდასთან. ამის გათვალისწინებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ ზომების მიღებას რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს ტერორისტული საფრთხის განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია. ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ. უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ  

უკრაინის დაზვერვა: ტყვეთა გაცვლის წინ, რუსებს არ მოუთხოვიათ ბელგოროდის მახლობლად საჰაერო სივრცის დაცვა

ბელგოროდში IL76-ის ჩამოვარდა შეიძლება, რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თანახმად, 24 იანვარს დაგეგმილი გაცვლის წინ, რუსებმა არ აცნობეს უკრაინულ მხარეს ქალაქ ბელგოროდის მიდამოში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების გარანტიის საჭიროების შესახებ კონკრეტულ ვადებში, როგორც ეს არაერთხელ გაკეთებულა წარსულში. უკრაინის დაზვერვის უწყების ცნობით, სამხედრო ტყვეები დღეს უნდა გაეცვალათ, თუმცა ეს არ მომხდარა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ აღნიშნა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა შეთანხმება გაცვლის მოსამზადებლად, ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო მოსამსახურეები დროულად მიიყვანეს გაცვლისთვის შეთანხმებულ ადგილას, სადაც ისინი უსაფრთხოდ იყვნენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის, მარშრუტებისა და ტყვეების გადაყვანის ფორმების შესახებ. „დღეს ტყვეების გაცვლა უნდა მომხდარიყო, რომელიც არ შედგა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს იმის შედეგად მოხდა, რომ რუსული თვითმფრინავი ილ-76 იქნა ჩამოგდებული, რომელსაც ვითომ ჩვენი ტყვეები გადაჰყავდა. ახლა არ გვაქვს სანდო და ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იმყოფებოდა თვითმფრინავის ბორტზე და რა რაოდენობით,” - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის დაზვერვა აღნიშნავს, რომ თავის მხრიდან უკრაინამ ყველა შეთანხმება შეასრულა ტყვეები გაცვლის მოსამზადებლად და რუსი ტყვეები დროზე იყვნენ მიყვანილი გაცვლის წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ იყვნენ. „ამავდროულად, უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული ქალაქ ბელგოროდის რაიონში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საჭიროების შესახებ, როგორც ეს წარსულში არაერთხელ მომხდარა. უკრაინა არ იყო ინფორმირებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაზე, მარშრუტებსა და ტყვეების მიყვანის ფორმებზე. ცნობილია, რომ ტყვეები მიყვანა ხდება როგორც საავიაციო, ასევე რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტით. ეს შეიძლება, რუსეთის განზრახ ქმედებებზე მეტყველებდეს, რომლებიც ტყვეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნისკენ იყო მიმართული,” - ნათქვამია განცხადებაში. ასევე აღნიშნულია, რომ საბრძოლო ქმედებების 30-კილომეტრიან ზონაში სატრანსპორტო თვითმფრინავის დასმა არ შეიძლება, იყოს უსაფრთხო და ნებისმიერ შემთხვევაში ორივე მხარის მიერ უნდა იყოს განხილული, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საფრთხის ქვეშ აყენებს გაცვლის მთელ პროცესს. „აქედან გამომდინარე, შესაძლოა საუბარი იყოს რუსეთის დაგეგმილ და განზრახ ქმედებებზე უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისა და ჩვენი სახელმწიფოს საერთაშორისო მხარდაჭერის დასუსტების მიზნით,” - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია. ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ. უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ უკრაინის გენშტაბი: გაგრძელდება ზომების მიღება რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით  

ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე, თეთრ სახლში პირველი კომენტარი გაკეთდა

შეერთებულ შტატებს არ შეუძლია, დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში -  Il-76, რომელიც 24 იანვარს, ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდა, უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. კირბიმ ასევე დაამატა, რომ შეერთებული შტატები აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა მეტი სიცხადე და მეტი ინფორმაცია მიეღო რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა ჯონ კირბიმ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს, მაგრამ ჩვენ არ ვართ იმის პოზიაში, რომ დავადასტუროთ ისინი,“- განაცხადა კირბიმ, როდესაც სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის განცხადებებზე, რომ უკრაინამ ჩამოაგდო სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ. უკრაინის დაზვერვა: ტყვეთა გაცვლის წინ, რუსებს არ მოუთხოვიათ ბელგოროდის მახლობლად საჰაერო სივრცის დაცვა შეგახსენებთ, ბელგოროდში დღეს რუსული სამხედრო-სატრანსპორო თვითმფრინავი Il 76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბორტზე უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც რუს ტყვეებში გასაცვლელად მიჰყავდათ. მათივე ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაღუპულია. ავიაკატასტროფის შემდეგ, RBC-Ukraine-ის წყაროები ამბობდნენ, რომ Il 76-ით რუსებს S-300-ის ტიპის რაკეტები გადაჰქონდათ, რომლითაც ოკუპანტები ხარკოვის რეგიონის დაბომბვას აპირებდნენ. უკრაინა რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის დეტალებს ამოწმებს: რუსეთსა და უკრაინას ტყვეები 24 იანვარს უნდა გაეცვალათ უკრაინის გენშტაბი: გაგრძელდება ზომების მიღება რაკეტების მიწოდების საშუალებების განადგურების მიზნით, მათ შორის, ბელგოროდი-ხარკოვის მიმართულებით  

ზელენსკი Il-76-ის ჩამოვარდნაზე: უკრაინა დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია ყველა ფაქტის დადგენა და გამოძიების ჩატარება რუსული „ილ-76“ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილი მალიუკმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, სერგეი შაპტალამ თვითმფრინავთან და ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. „ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა მკაფიო ფაქტი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, რომ თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენი კონტროლის მიღმა, ჩამოვარდა."ფაქტები" ახლა მთავარი სიტყვაა. დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს, საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ მონაცემების შესახებ, რაც უკრაინას აქვს. ჩვენი სახელმწიფო დაჟინებით მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა.  

ISW: რუსეთი IL-76-ის ჩამოვარდნას, უკრაინის წინააღმდეგ იყენებს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსეთი Il-76-ის ჩამოვარდნას, უკრაინაში უკმაყოფილებისა და კიევის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ დასავლეთში ეჭვის დასათესად იყენებს. ISW-მ განაცხადა, რომ მისი ანალიტიკოსები ვერ შემოგვთავაზებენ თვითმფრინავის ჩამოვარდნის გარემოებების შეფასებას და მათ არ შეუძლიათ, დამოუკიდებლად გადაამოწმონ ორივე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები. ამავდროულად, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ბრალდებები იმის თაობაზე, რომ თითქოს, უკრაინამ ჩამოაგდო Il-76-is თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, "ნაწილობრივ უკრაინაში უკმაყოფილების დათესვასა და უკრაინის მთავრობის მიმართ უნდობლობის გაღვივებას ისახავს მიზნად. ეს კი შესაბამისობაში მოდის რუსეთის სხვა საინფორმაციო მცდელობებთან, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინის შიგნიდან შესუსტებას. ISW-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლა მგრძნობიარე საკითხია როგორც რუსეთისთვის, ასევე, უკრაინისთვის, ამიტომ ანგარიშში პატიმრების მოხსენიება მოსალოდნელად იწვევს საზოგადოების ემოციურ რეაქციას. „რუსი ოფიციალური პირები დამატებით წარმოადგენდნენ დაუსაბუთებელ მტკიცებას, რომ უკრაინამ დაარტყა Il-76 აშშ-ს ან გერმანიის მიერ მოწოდებული სარაკეტო სისტემებით, სავარაუდოდ, იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს უკრაინის მუდმივი თავდაცვისთვის აუცილებელი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაში,“ - ნათქვამია მოხსენებაში. 24 იანვარს, რუსეთის ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა. რუსულმა მედიამ გაავრცელა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ანდრეი კარტაპოლოვის განცხადება, რომ თვითმფრინავში, სავარაუდოდ, ათობით უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ასევე რუსული მედიის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თვითმფრინავს, სავარაუდოდ, "65 ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გადაჰყავდა. უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მხოლოდ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

Il-76-ის ჩამოვარდნა: რას ადასტურებს გავრცელებული ფაქტები

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა პირველად 24 იანვარს გაარცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 ჩამოვარდა. ისინი ასევე ციტირებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავში ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. კიევმა ეს არ დაადასტურა, თავის მხრივ, რუსეთს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა რუსული ხაზი განაგრძო და დამატებით გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინამ შესაძლოა, თვითმფრინავზე დარტყმისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემის რაკეტა გამოიყენა. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ არ აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. საღამოს, პრეზიდენტ ზელენსკის ტრადიციული ვიდეომიმართვიდა კი, გაირკვა, რომ უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. 25 იანვარს, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინას არ მიუღია არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სამხედრო სატრანსპორტო-თვითმფრინავში დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს, მე არ შემიძლია, დავასკვნა, რომ ბორტზე მართლაც იყვნენ სამხედრო ტყვეები. ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ინტერნეტში... კარგი, მე არ ვარ ექსპერტი [ამ სფეროში], მაგრამ რუსებს რომ ჰქონოდათ რაიმე ფოტო ან ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ჩვენი სამხედრო ტყვეების [ცხედრები], ისინი აქამდე გამოიყენებდნენ მათ [თავის მტკიცების გასამყარებლად]. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ თვითმფრინავში უამრავი ადამიანი იყო - უკრაინის მოქალაქეები თუ სხვა,“ - ამბობს უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრო ლუბინეცი. დღესვე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  

ბუდანოვი Il-76-ზე: მოსკოვის ვერსია ბევრ კითხვას ბადებს

უკრაინის ოფიციალური პირები სამხედრო ტყვეების ნათესავებს შეხვდნენ. კერძოდ, 26 იანვარს უკრაინის სამხედრო დაზვერვის (HUR) უფროსი კირილო ბუდანოვი და სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ რუსეთის მიერ სიაში მოხსენიებული სამხედრო ტყვეების ახლობლებს. რუსული პროპაგანდისტული წყაროების მიერ, სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან გამოქვეყნებული ვიდეოების ნახვის შემდეგ, ოჯახის წევრებმა „სხეულის ფრაგმენტებზე ვერ დაინახეს რაიმე განსაკუთრებული ნიშანი, რომელიც მიანიშნებდა, რომ ისინი მათი ნათესავები არიან.“ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებმა პირველად 24 იანვარს გაარცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Il-76 ჩამოვარდა. ისინი ასევე ციტირებდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც ამტკიცებდა, რომ თვითმფრინავში ათობით უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. კიევმა ეს არ დაადასტურა, თავის მხრივ, რუსეთს არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. „ჩვენ ვაგროვებთ და საფუძვლიანად ვაანალიზებთ ამ საკითხზე არსებულ ყველა ინფორმაციას მრავალი წყაროდან. ჯერჯერობით, არანაირი ინფორმაცია არ მიუთითებს იმაზე, რომ თვითმფრინავს შეეძლო ამდენი ადამიანის გადაყვანა," - აღნიშნა კირილ ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, მოსკოვის ვერსია იმის შესახებ, რომ 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე შეიძლებოდა, ბორტზე ყოფილიყო, „ჯერ კიდევ ბევრ კითხვას ბადებს.“ მანამდე უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოდგენილ სიაში შედიოდნენ სამხედრო ტყვეები, რომლებიც მანამდე უკვე გაცვალეს. სამხედრო ტყვეების საკითხების საკოორდინაციო ცენტრი, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილო ბუდანოვი ხელმძღვანელობს, ტყვეების ახლობლებს დაჰპირდა, რომ სანდო ინფორმაციის მიღებისთანავე, მათი ბედის შესახებ შეატყობინებდნენ. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვს ჯერ არ გადაუგზავნია ინფორმაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კარტაპოლოვმა რუსული ხაზი განაგრძო და დამატებით გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინამ შესაძლოა, თვითმფრინავზე დარტყმისთვის ამერიკული Patriot-ის სისტემის რაკეტა გამოიყენა. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ არ აქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ იმყოფებოდა ბორტზე, თუმცა უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ ტყვეების გაცვლა 24 იანვარს იგეგმებოდა. საღამოს, პრეზიდენტ ზელენსკის ტრადიციული ვიდეომიმართვიდა კი, გაირკვა, რომ უკრაინა ვითარების გარკვევას ცდილობს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს. 25 იანვარს, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ უკრაინას არ მიუღია არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სამხედრო სატრანსპორტო-თვითმფრინავში დიდი რაოდენობით სამხედრო ტყვე იმყოფებოდა. „იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მე მაქვს, მე არ შემიძლია, დავასკვნა, რომ ბორტზე მართლაც იყვნენ სამხედრო ტყვეები. ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზიდან, რომელიც ჩვენ ვნახეთ ინტერნეტში... კარგი, მე არ ვარ ექსპერტი [ამ სფეროში], მაგრამ რუსებს რომ ჰქონოდათ რაიმე ფოტო ან ვიდეო, სადაც ნაჩვენები იყო ჩვენი სამხედრო ტყვეების [ცხედრები], ისინი აქამდე გამოიყენებდნენ მათ [თავის მტკიცების გასამყარებლად]. ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ თვითმფრინავში უამრავი ადამიანი იყო - უკრაინის მოქალაქეები თუ სხვა,“ - ამბობს უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი, დმიტრო ლუბინეცი. 25 იანვარს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა Il-76-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  

რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი რუსეთის ტერიტორიაზე ჩამოაგდო - მედია

ბელგოროდის რეგიონში, რუსული ბომბდამშენის მიერ ჩამოგდებული კიდევ ერთი FAB-250 მაღალი ფეთქებადი საჰაერო ბომბი აღმოაჩინეს. იტყობინება Astra ტელეგრამ არხის წყაროები. მათივე ინფორმაციით, ჭურვი სოფელ სოლოტში 18 თებერვალს აღმოაჩინეს. ხელისუფლებამ დაახლოებით 150 ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია მოახდინა და ბომბი ადგილზე გაანადგურა. მედია წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ინფორმაცია ირიბად დაადასტურა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. „სოფელ სოლოტში, ვალუისკის ურბანულ რაიონში, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ჯგუფმა იპოვა და გაანადგურა ასაფეთქებელი ობიექტი. არანაირი შედეგი არ მოჰყოლია,“ - წერს ის დეტალების დაკონკრეტების გარეშე.  

ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შემდეგ, მერიის შენობა დაზიანდა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგოროდში, დრონის თავდასხმის შედეგად მერიის შენობა დაზიანდა. მოგვიანებით რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაწერა, რომ დრონი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა.  „ბელგოროდში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქის ადმინისტრაციის შენობას შეეჯახა. დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც ადმინისტრაციის თანამშრომლები არიან. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი, მკურნალობა ადგილზე ჩაუტარდა,” - წერს გუბერნატორი. მისი ინფორმაციით, დრონი შენობის შესასვლელ შეეჯახა. ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ფასადი. ცნობისთვის, დილით ბელგოროდის ოლქში სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა. გლადკოვის ინფორმაციით, შებეკინოს დაბომბვისას სამი ადამიანი დაშავდა, ბელგოროდის რაიონზე თავდასხმის დროს კი, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა რუსეთი უკრაინის მხრიდან თავდასხმაზე საუბრობს ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მის ცხრა რეგიონზე განხორციელდა შეტევები უკრაინის დრონებით, ამასთან, უკრაინის ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს ბელგოროდის რეგიონის თავზე. სამინისტროს თანახმად, სულ 25 დრონი "გადაიტაცეს და გაანადგურეს". 11 დრონი ჩამოაგდეს კურსკის თავზე, შვიდი - ბელგოროდის, დანარჩენები - ბრიანსკის, ლენინგრადის, მოსკოვის, ორიოლისა და ტულის რეგიონების თავზე, აცხადებს სამინისტრო. არის ცნობები კიდევ ერთი დრონის ჩამოგდებაზე ქალაქ ვორონეჟის თავზე, დასავლეთ რუსეთში.  

ბელგოროში, მათ შორის, უშიშროების სამსახურის შენობაზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსეთის ქალაქ ბელგოროდზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევის შესახებ იუწყებიან. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ერთ-ერთი „უკრაინული“ დრონი შეეჯახა მრავალბინიან სახლს, აფეთქების შედეგად დაზიანებულია ფასადი და სახურავი და ჩამსხვრეულია ფანჯრები. გლადკოვის ცნობითვე, მსხვერპლი არ არის. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ ბელგოროდის „ოპერატიულ სამსახურებზე“ დაყრდნობით წერს, რომ დრონით შეტევა იყო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობაზეც, რომლის ფასადი და ფანჯრები დაზიანებულია. ამ წყაროს თქმით, არავინ დაშავებულა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ გლადკოვის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა პროხოროვსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელშიც, სადაც ორი სახლი და ავტომობილი დაზიანდა. ქალაქ ბელგოროდზე დრონებით შეტევა იყო 12 მარტსაც. დაზიანდა მერიის შენობა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეს, 13 მარტს, დაახლოებით 09:30 საათისთვის ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ კიდევ 1 უპილოტო საფრენი აპარატი, ხოლო ვორონეჟის ოლქში - 6. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ღამის განმავლობაში და გამთენიისას საჰაერო თავდაცვის საშუალებებით სხვადასხვა რეგიონში „გაანადგურეს“ 58 „უკრაინული“ დრონი: ბელგოროდში - 11, ბრიანსკში - 8, ვორონეჟში - 29, კურსკში - 8, ლენინგრადის ოლქში - 1 და რიაზანში - 1. თავდაცვის სამინისტროს რუსეთის კიდევ ერთი, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ ქალაქ ნოვოშახტინსკთან ჩამოაგდეს 3 უპილოტო საფრენი აპარატი და შედეგები ჯერჯერობით დაუზუსტებელია. რუსეთის ამ ქალაქში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს. დილით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა რიაზანის ოლქშიც იყო.  

ბელგოროდიდან 9000-მდე ბავშვის ევაკუაციას გეგმავენ

უკრაინის მხრიდან იერიშების გამო, რუსეთის ბელგოროდის ოლქიდან 9000-მდე ბავშვს სხვა რეგიონებში გადაიყვანენ. ამის შესახებ, როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს. გუბერნატორ გლადკოვის თქმით, 9000-მდე ბავშვს გაიყვანენ ქალაქ ბელგოროდიდან და ბელგოროდის, შებეკინოს და გრაივორონის რაიონებიდან. გლადკოვის თქმით, გასული ერთი კვირის განმავლობაში ბელგოროდის ოლქში დაიღუპა 16 და დაშავდა 98 ადამიანი. რუსეთი ზედიზედ მერვე დღეა აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან გრძელდება ბელგოროდის ოლქზე შეტევ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დილით სარაკეტო შეტევა იყო გრაივორონის ოლქზე, სადაც სკოლის და საავადმყოფოს შენობები დაზიანდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღის პირველ ნახევარში, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით, ბელგოროდის ოლქში „გაანადგურეს“ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ვამპირის“ 9 რეაქტიული ჭურვი და 2 უპილოტო საფრენი აპარატი. სხვა წყაროებით ეს ცნობები არ არის დადასტურებული. რუსეთის ხელისუფლებას ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, „მოხალისეთა კორპუსი“ და „ციმბირის ბატალიონი“ ტერორისტულ ორგანიზაციებად ჰყავს გამოცხადებული. მოხალისეთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში რამდენიმე ოპერაცია 2023 წელსაც ჩაატარეს.  

მედია: ერთ კვირაში რუსულმა თვითმფრინავებმა ბელგოროდში ბომბი შეცდომით მეხუთედ ჩამოაგდეს

რუსულმა თვითმფრინავებმა ბელგოროდის რეგიონში კიდევ ორი ​​ბომბი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Astra წერს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსულმა სამხედრმა თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს საბრძოლო მასალები ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინისკენ მიმავალ გზაზე. ყველაზე ხშირი ინციდენტები  ბელგოროდის რეგიონში ფიქსირდება. 22 თებერვალს სოფელ სოლოტში FAB-250 დაეცა, საბრძოლო მასალა არ აფეთქდა და მოგვიანებით განადგურდა. 27 იანვარს FAB-250 კოროჩანსკის რაიონის სოფელ პოსტნიკოვში იპოვეს. მსგავსი ფაქტი 21 იანვარს სოფელ იონოვკას მახლობლად და 13 იანვარს კრასნოდარის მხარეშიც დაფიქსირდა. 2 იანვარს ვორონეჟის რაიონის სოფელ პეტროპავლოვკაში რუსული რაკეტა ჩამოვარდა და აფეთქდა. დაშავდა ოთხი ადამიანი, დაზიანდა 100-ზე მეტი სახლი, სკოლა, საზოგადოებრივი ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა, ასევე ხუთი მანქანა და ტრაქტორი.    

ბელგოროდის სკოლის მოსწავლეები დაბომბვის გამო ონლაინ სწავლაზე გადავლენ

ბელგოროდის, იაკოვლევსკის რაიონისა და ბელგოროდის რეგიონის სასაზღვრო რაიონების სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლომდე ონლაინ სწავლებაზე გადავლენ. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო საზღვრიდან 30-კილომეტრიან ზონაში კლუბებში და განყოფილებებში გაკვეთილების ჩატარება შეუძლებელია,“ - აღნიშნა გლადკოვმა. „ხელისუფლებამ ასევე დაუშვა ქალაქში სავაჭრო ცენტრების გახსნა, რომელთა ფუნქციონირება მარტის შუა რიცხვებში შეჩერდა დაბომბვის გამო. ოღონდ გარკვეული პირობებით,“ წერს გუბერნატორი. მარტის შუა რიცხვებში, რეგიონში დაბომბვის გამო, სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები ადრე გამოცხადდა. ზოგიერთი ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა: ქალაქის ხელისუფლების ცნობით, დაახლოებით 5000 ბავშვი გაგზავნეს სხვა რეგიონებში. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, ბელგოროდის რეგიონში თავდასხმები გახშირდა. უკრაინა პირდაპირ მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს, თუმცა კიევში აცხადებენ, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებს რუსი მოხალისეები აწარმოებენ. ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“, „მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ბატალიონმა“ 12 მარტს გამოაცხადეს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარი გაარღვიეს ბელგოროდის და კურსკის ოლქებში. რუსეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებული ამ შეიარაღებული ფორმირებების წევრები ამბობენ, რომ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი, უკრაინის მხარდამჭერი რუსი მოხალისეები არიან. განსაკუთრებით რთული ვითარება ბელგოროდის ოლქშია. ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაეწყო და სკოლებში სასწავლო პროცესი შეეჩერებინა. მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება - ბუდანოვი  

ბელგოროდში რუსული კომპანია „გაზპრომის“ შენობას დრონი შეეჯახა

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთში, ბელგოროდში, გაზპრომის ადმინისტრაციულ შენობას უპილოტო თვითმფრინავი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, „რესურსებით მომარაგების საწარმოს ადმინისტრაციულ შენობასთან უპილოტოს შეჯახებით“ გამოწვეული აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. გლადკოვს საწარმო არ დაუკონკრეტებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინას ბელგოროდზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში 5 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქი რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, რომლებზეც უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ხშირია.