ყაზახეთში 12 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 12 ივნისი გლოვის ეროვნულ დღედ გამოაცხადა, იუწყება ყაზახური მედია.

სახელმწიფოს მეთაური ეწვია აბაის რეგიონს, სადაც ტყის ხანძრის შედეგად დაღუპული მეტყევეების ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა.

„ვარაუდობენ, რომ ხანძარმა 60 000 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ხანძრის ქრობის პროცესში შვეულმფრენები არიან ჩართულნი.

ტყის ხანძრის ჩაქრობაში მაშველები სამი რეგიონიდან გაგზავნეს. სააგენტო Kazinform-ის ცნობით, ხანძრის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა.