თურქეთის პრეზიდენტი ხელახალი არჩევის შემდეგ, პირველი საგარეო ვიზიტით, ჩრდილოეთ კვიპროსს და აზერბაიჯანს ეწვევა. Anadolu-ს ცნობით, თურქი ლიდერების დიდი ხნის ტრადიციის დაცვა, ერდოღანი ორშაბათს, 12 ივნისს გაემგზავრება ჩრდილოეთ კვიპროსში, სადაც პრეზიდენტ ერსინ თათარს და პრემიერ-მინისტრ უნალ უსტუნელს შეხვდება.
თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, „მხარეები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განვითარებულ მოვლენებს და კვიპროსის საკითხზე შესაძლო სამომავლო ნაბიჯებს განიხილავენ“.
შეხვედრების შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.
- ინფორმაციისთვის, კვიპროსი 1974 წელს გაიყო. მას შემდეგ კვიპროსს სამხრეთ კვიპროსის ბერძნული ადმინისტრაცია მართავს, რომელსაც ანკარა არ ცნობს. ჩრდილოეთ მხარეს მხოლოდ ანკარა აღიარებს.
ერდოღანი საგარეო მოგზაურობის მეორე დღეს, აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდება.
ერდოღანი და ალიევი ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ. ოფიციალური შედეგების მიხედვით. 28 მაისს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ერდოღანმა გაიმარჯვა და ხმების 52,18% მიიღო, ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი, 47,82% მოაგროვა.
დედაქალაქ ანკარაში ფიცის დადებისა და ინაუგურაციის ცერემონიალებზე დასწრების შემდეგ, ერდოღანმა თავისი ახალი მინისტრთა კაბინეტი 3 ივნისს წარადგინა.