უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტებისგან ზაპოროჟიეს რაიონის სოფელი ნოვოდარივკა დაიბრუნეს.
ამის შესახებ ზაპოროჟიეს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა Facebook-ზე იუწყება.
ბრიგადის განცხადებით, მტრის ძალების მრავალჯერადი მცდელობა, დაებრუნებინათ დასახლება კონტროლის ქვეშ, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, წარუმატებელი აღმოჩნდა.
12 ივნისს, დონეცკის ოლქის სოფლის სტოროჟოვეს, 11 ივნისს კი, იმავე ოლქის ბლაჰოდატნეს, ნესკუჩნესა და მაკარივკის განთავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი.