თეგი: დეოკუპაცია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: დღეის მდგომარეობით, უკრაინაში 1054 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1054 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.  უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს „დღეის მდგომარეობით, 1054 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყველა ტერიტორიაზე გრძელდება აღდგენითი სამუშაოები“,- განაცხადა ტიმოშენკომ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დმიტრო კულება: უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არ იტყვის

უკრაინა ყირიმის დეოკუპაციის იდეაზე უარს არცერთ შემთხვევაში არ იტყვის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტორო კულებამ განაცხადა.  „თავად ყირიმის სამიტის პლატფორმაზე, რომლის მონაწილეებიც 23 აგვისტოს ობიექტური მიზეზებით ონლაინ შეიკრიბებიან, განიხილავენ ყველაფერს, თუ რის გაკეთება შეიძლება ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის, ამასთან დიპლომატიური კუთხითაც. ჩვენ გვინდა გავგზავნოთ მკაფიო სიგნალი, რომ თუნდაც თეორიულად ეს არ მოხდეს, მაგრამ თუ თეორიულად მტერი კვლავ დადგება კიევთან, ჩვენ მაინც დავგეგმავთ ყირიმის დეოკუპაციას“, - განაცხადა კულებამ.  კულებას თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს, ყოველთვის სტრატეგიულად უნდა იფიქრო - დადგება მომენტი, როცა უკრაინა თავის ტერიტორიებს დეოკუპაციას მოახდენს.  „ყირიმის პლატფორმის სამიტი სწორედ ამის სიგნალია. ისტორიაში არ იქნება ისეთი მომენტი, როდესაც ჩვენ ვერ მოვიცლით ყირიმისთვის, ლისიჩანსკისთვის ან რომელიმე სხვა ქალაქისთვის, რომელიც ამჟამად დროებით ოკუპირებულია. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ დიპლომატიაზე...“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

BBC: უკრაინა ყირიმის აქტიური დეოკუპაციისთვის ემზადება

უკრაინა ყირიმის „აქტიური დეოკუპაციისთვის“ ემზადება. BBC-ის ცნობით, უკრაინის სარდლობა ყირიმის მცხოვრებლებისთვის ევაკუაციის მარშრუტებს ავითარებს მათთვისა, ვისაც სურს „ნახევარკუნძულის დატოვება აქტიური დეოკუპაციის დროს". ბრიტანულ გამოცემას პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის სიტყვები მოჰყავს, რომელიც მან Twitter-ზე გამოაქვეყნა. „უკრაინისთვის თითოეული მოქალაქის სიცოცხლე აბსოლუტური პრიორიტეტია. ამიტომ, ჩვენ ვამუშავებთ ევაკუაციის მარშრუტებს ოკუპირებული ყირიმის მცხოვრებლებისთვის, რომლებსაც სურთ, დატოვონ ტერიტორია აქტიური დეოკუპაციის დროს. ამ დროისთვის, ყველას ვთხოვთ, თავი შორს დაიჭირონ სამხედრო ობიექტებისგან და შეამოწმონ თავშესაფრები“, - განაცხადა პოდოლიაკმა. როგორც BBC აღნიშნავს, კონკრეტულად რას გულისხმობდა პოდოლიაკი „აქტიურ დეოკუპაციაში“, არ არის დაზუსტებული, მაგრამ, სავარაუდოდ, საუბარია უკრაინის ჯარების მოახლოებულ კონტრშეტევაზე ქვეყნის სამხრეთში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დაბრუნების მიზნით. ყირიმის ანექსია მოსკოვმა 2014 წელს მოახდინა.  

ზელენსკის წარმომადგენელი: ყირიმის დეოკუპაცია ხვალ არ მოხდება, მაგრამ მოქალაქეები ამისთვის მზად უნდა იყვნენ

ყირიმის მცხოვრებლები უნდა მოემზადონ უკრაინის ნახევარკუნძულზე კონტროლის დასაბრუნებლად, არ აჰყვნენ პანიკას, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ უკრაინა ზრუნავს თავის მოქალაქეებზე. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მუდმივმა წარმომადგენელმა თამილა ტაშევამ განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეები მაქსიმალურად შორს უნდა იყვნენ სამხედრო ობიექტებისგან. „ჩვენ არ ვამბობთ, რომ დეოკუპაცია ხვალ მოხდება. თუმცა, ეს საბოლოოდ მოხდება, ამიტომ ხალხი ამისთვის უნდა მოემზადოს - ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც", - განაცხადა ტაშევამ. უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევაკუაციის შესახებ რუსეთის წინადადებაზე, უარი უნდა თქვან, რათა მშვიდობიანი მოქალაქეები ცოცხალ ფარად არ იყვნენ გამოყენებულნი.    

ხარკოვის ოლქში უკვე მოხდა 40-ზე მეტი დასახლების დეოკუპაცია - რეგიონული ადმინისტრაცია

ხარკოვის ოლქში რუსი დამპყრობლებისგან უკვე 40-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა.  შესაბამისი განცხადება ხარკოვის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ გააკეთა. „ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩუჰუივის, კუპიანსკის და ბალაკლეას ოლქებში. ჩვენი ძალები კუპიანსკში შევიდნენ. იზიუმის რაიონის დასახლებების გათავისუფლება მიმდინარეობს. უკვე ათობით ასეთი დასახლებაა. ამ დროისთვის 40-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, უკვე ბევრად მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული, მაგრამ უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამ დროისთვის ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია.   

უკრაინამ ჯამში 1534 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა

მთლიანობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან 1534 დასახლება გაათავისუფლეს, მათ შორის 483 - ხარკოვის რეგიონში. ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა. „მიმდინარეობს დეოკუპაციის ღონისძიებები. სულ უკვე დეოკუპირებულია 1534 დასახლებული პუნქტი. დონეცკის, ლუგანსკის, მიკოლაივის, ხარკოვისა და ხერსონის რეგიონებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მუშაობა აღდგება“, - განაცხადა კირილო ტიმოშენკომ. ტიმოშენკომ ასევე აღნიშნა, რომ 500-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაწმენდილია ნაღმებისგან, ეროვნული პოლიციის მუშაობა აღდგენილია 1200 დასახლებაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა განაახლეს მუშაობა 1508 დასახლებაში. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხერსონის ოლქში 50-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს მისივე თქმით, რუსული არმიისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მუშაობა განაახლა 933-მა სამედიცინო დაწესებულებამ, 981 დასახლებაში გაიხსნა სასწავლო დაწესებულება, ხოლო ათასზე მეტ დასახლებაში მოქალაქეებს სოციალური დაცვის სერვისები სთავაზობენ. 922 დასახლებაში ფინანსური მომსახურება აღდგა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

სერჰი გაიდაი: უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან, ლუგანსკის ოლქის ექვსი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის ექვსი დასახლება გაათავისუფლეს დამპყრობლებისგან. სერჰი გაიდაი: ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო ამის შესახებ ტელეგრამში ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა. „უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს ექვსი დასახლება ლუგანსკის რეგიონში. ხალხი იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიპყრო, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ელიან", - განაცხადა გაიდაიმ.  გაიდაიმ ლუგანსკის რეგიონის მცხოვრებლებს მოუწოდა, რომლებიც ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან, დაშორდნენ ფრონტის ხაზს ან თავშესაფრებთან ახლოს დარჩნენ. „ყაზარმები და საბრძოლო მასალის საწყობები ფეთქდება რუსების ღრმა ზურგში. ლუგანსკის რეგიონში იძულებითი მობილიზაციის დროს კაცებს აღარ ეკითხებიან მათი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მიჰყავთ ყველა, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ასევე მიჰყავთ მრავალშვილიანებიც", - აღნიშნა გაიდაიმ.  ბრიტანული დაზვერვა: უკრაინელი სამხედროები ანექსირებული ლუგანსკის საზღვარს უახლოვდებიან ბრიტანეთის დაზვერვა: ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტებზე უკრაინის შეტევითი ოპერაციები, წარმატებულია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ხარკოვის ოლქის 1,8% რჩება დროებით ოკუპირებულად - რეგინული ადმინისტრაცია

სექტემბრიდან დღემდე ხარკოვის ოლქში 544 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე. გასული ექვსი დღის განმავლობაში 19 დასახლება გათავისუფლდა. სექტემბრიდან ჩვენმა სამხედროებმა განდევნეს ოკუპანტები რეგიონის 544 დასახლებიდან. დღემდე, მხოლოდ 1,8% რეგიონის ტერიტორია - 32 დასახლებული პუნქტი რჩება დროებით ოკუპირებულად", - ამბობს ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეჰუბოვი.  

უკრაინა: ხარკოვის რეგიონში 568 დასახლება დეოკუპირებულია

ხარკოვის რეგიონში უკრაინულმა ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან უკვე გაათავისუფლეს 568 დასახლება.  შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ ბრიფინგზე გააკეთა. ტიმოშენკოს თქმით, ხარკოვის რეგიონში შეიქმნა 21 სამხედრო ადმინისტრაცია, რათა დროულად გადაიჭრას პრობლემები და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები. 2022 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით ხარკოვის ოლქში სულ 551 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, ხერსონის ოლქში - 88.  

ხერსონში, დეოკუპაციის შემდეგ კიდევ ერთი სამარხი იპოვეს

ხერსონის გეოლოგთა დასახლების სასაფლაოზე, დამპყრობლებისგან განთავისუფლების შემდეგ, კიდევ 36 საფლავი აღმოაჩინეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური. მან აღნიშნა, რომ ადრე ხერსონის რაიონის სოფელ პრავდანოში აღმოაჩინეს რამდენიმე ადამიანის სამარხი წამების ნიშნებით და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. აღმოჩენილი ცხედრები ამოღებულია და ექსპერტიზაზეა გადასვენებული. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დონეცკის ოლქის სოფელში საზღვაო ქვეითებმა უკრაინის დროშა აღმართეს - უკრაინული მედია (ვიდეო)

დონეცკის ოლქის სოფელ სტოროჟოვე თავზე, საზღვაო ქვეითებმა უკრაინის დროშა აღმართეს. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს. დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელი სტოროჟოვე რუსმა ჯარებმა 2022 წლის მარტში დაიპყრეს. „სახელმწიფო დროშა კვლავ ფრიალებს სტოროჟევზე და ასე მოხდება ყველა დასახლებაში, რადგან ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ უკრაინულ მიწას. მადლობას ვუხდით 35-ე ბრიგადას", - ნათქვამია ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების Facebook გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია. მანამდე კი, 11 ივნისის დილით ამის შესახებ უკრაინელი სამხედროები იუწყებოდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია.

უკრაინელი სამხედროები კიდევ ერთი სოფლის დეოკუპაციის შესახებ იუწყებიან

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელმა დამცველებმა რუსი ოკუპანტებისგან ზაპოროჟიეს რაიონის სოფელი ნოვოდარივკა დაიბრუნეს. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადა Facebook-ზე იუწყება.  ბრიგადის განცხადებით, მტრის ძალების მრავალჯერადი მცდელობა, დაებრუნებინათ დასახლება კონტროლის ქვეშ, რომელიც რამდენიმე დღე გაგრძელდა, წარუმატებელი აღმოჩნდა. უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო 12 ივნისს, დონეცკის ოლქის სოფლის სტოროჟოვეს, 11 ივნისს  კი, იმავე ოლქის ბლაჰოდატნეს, ნესკუჩნესა და მაკარივკის განთავისუფლების შესახებ გახდა ცნობილი.  

უკრაინულმა ძალებმა გასული კვირის განმავლობაში შვიდი დასახლება გაათავისუფლეს - მალიარი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციის დროს შვიდი დასახლება დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა. მალიარმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დონეცკისა და ტავრიის რაიონებში შეტევითი ოპერაციის დროს უკრაინული ძალები 6,5 კილომეტრით დაწინაურდნენ. კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფართობი 90 კვადრატული კილომეტრია. „გათავისუფლებულია შვიდი დასახლება: ლობკოვე, ლევადნე, ნოვოდარივკა, ნესკუჩნე, სტოროჟოვე, მაკარივკა, ბლახოდატნე“, - განაცხადა მალიარმა. უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო  

უკრაინამ, კონტრშეტევის შედეგად, 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიბრუნა - გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციების შედეგად რუსი ოკუპანტებისგან 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს. მისივე თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით აგრძელებენ უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების ოკუპანტებისგან გაწმენდას. უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით, სოფელ ტოკმაჩკასთან ახლოს 3 კილომეტრით წინ წაიწიეს, დონეცკის მიმართულებით, სოფელ ველიკა ნოვისილკასთან კი - 7 კილომეტრამდე. „დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 7 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. კონტროლის ქვეშ 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაბრუნდა“, - აღნიშნა გრომოვმა.  

უკრაინამ დეოკუპაციის მორიგი ეტაპი დაიწყო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 10 ივნისს განაცხადა, რომ „უკრაინის ძალების მხრიდან გარკვეული კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს“. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ 11 ივნისს დაადასტურა, რომ ორი დასახლება - ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია. მანამდე კი, 11 ივნისის დილით ამის შესახებ უკრაინელი სამხედროები იუწყებოდნენ. 12 ივნისს, კიდევ ერთი დასახლების დეოკუპაციის შესახებ გახდა ცნობილი. კერძოდ, დონეცკის ოლქის სოფელ სტოროჟოვეს თავზე, საზღვაო ქვეითებმა უკრაინის დროშა აღმართეს. ეს ცნობა უკრაინის თავდაცვის ძალების საზღვაო ქვეითთა 35-ე ბრიგადის მიერ დღეს, ადგილობრივი დროით დილის 9 საათისთვის გავრცელდა. ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარმაც. 35-ე ბრიგადის თანახმად, კონტრშეტევაში მონაწილეობდნენ ოდესელი საზღვაო ქვეითები, რომლებმაც საოკუპაციო ძალების 50-მდე წარმომადგენელი გაანადგურეს, 4 დაატყვევეს და სოფლის თავზე უკრაინის დროშა აღმართეს. დონეცკის ოლქის ვოლნოვახის რაიონის სოფელი სტოროჟევი რუსმა ჯარებმა 2022 წლის მარტში დაიპყრეს. რუსმა ოკუპანტებმა იანვარში განაცხადეს, რომ ბლაჰოდატნე დაიპყრეს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, უკრაინის წარმატების მნიშვნელობის შემცირებას ცდილობს. ISW-ს თანახმად, მოსკოვი რწმუნება, რომ უკრაინელები მოქმედებენ ე.წ. რუხ ზონებში - იმ რაიონებში, რომლებსაც რუსეთის ძალები სრულად ვერც კონტრშეტევის დაწყებამდე აკონტროლებდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.

სამთავრობო პროგრამა: აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით

სამთავრობო პროგრამის თანახმად, აქტიურად გაგრძელდება მუშაობა დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის, რაც გულისხმობს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულების მიზნით, პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმის უზრუნველყოფას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურება და შესრულება და ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა; ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის უზრუნველყოფა და ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდა. „ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პარალელურად, საქართველოს უპირველეს მიზნადრჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა დაქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას. ამავდროულად, ქვეყანა განაგრძობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შედეგზეორიენტირებულ ჩართულობას, რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარე, უსაფრთხოებისა დაჰუმანიტარული გამოწვევების გადაჭრის მიზნით. ინტენსიურად გაგრძელდება მუშაობაპარტნიორების დღის წესრიგში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების საკითხისმაღალ დონეზე დასმისა და ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად,რაც აღნიშნულ ფორმატში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მაღალი დონისწარმომადგენლობის უზრუნველყოფასაც მოიცავს,“ - წერია დოკუმენტში.