დანიამ უკრაინას 36 მილიონი დოლარის ღირებულების საბრძოლო მასალა უგზავნის, განაცხადა 12 ივნისს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, კოპენჰაგენი კიევში 2000 საარტილერიო ჭურვს გზავნის.
„სიტუაცია ისეთია, რომ ჩვენ ყველა ვხედავთ, კონტრშეტევა უკვე მიმდინარეობს. უკრაინამ მოახერხა რუსეთის შეიარაღებული ძალების შეკავება. უკრაინულ ჯარს უნდა მიეწოდოს საბრძოლო მასალა. “-განაცხადა მინისტრმა.
დანია უკრაინას აწვდის სამხედრო აღჭურვილობას და იარაღს, მათ შორის Leopard 2-ის ტიპის ტანკებს. სკანდინავიური ქვეყანა უკვე იწყებს უკრაინელი მფრინავების მომზადებას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე. დანიამ უკრაინისთვის 130 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდის სოციალური პროგრამა ახლახან დაიწყო.