უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციის დროს შვიდი დასახლება დაიბრუნეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა.
მალიარმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დონეცკისა და ტავრიის რაიონებში შეტევითი ოპერაციის დროს უკრაინული ძალები 6,5 კილომეტრით დაწინაურდნენ. კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფართობი 90 კვადრატული კილომეტრია.
„გათავისუფლებულია შვიდი დასახლება: ლობკოვე, ლევადნე, ნოვოდარივკა, ნესკუჩნე, სტოროჟოვე, მაკარივკა, ბლახოდატნე“, - განაცხადა მალიარმა.