გენერალ-მაიორი ტომ კარდენი: ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან, ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის

„ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ტომ კარდენმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა გუბერნატორ ბრაიან კემპის ვიზიტის შეფასებისას.

„ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან, 11 სექტემბრის შემდეგ ჩვენ მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის“, - განაცხადა ტომ კარდენმა.

დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ტომ კარდენის გარდა, ჯორჯიის შტატის გუბერნატორი, ბრაიან კემპი, ასევე, ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან, საქართველოში 13 ივნისს გამოემგზავრება.