აზერბაიჯანმა ევროპაში გაზის ექსპორტი გაზარდა

აზერბაიჯანის ბუნებრივი გაზის ექსპორტი ევროპაში, იანვარ-მაისში 9,6%-ით გაიზარდა, განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა.

„ევროპაში ტრანსპორტირდა 4,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, თურქეთში  - 4,3 მილიარდი კუბური მეტრი, ხოლო საქართველოში  - 1,2 მილიარდი კუბური მეტრი. ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 2,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.


იანვარ-აპრილის მონაცემით, აზერბაიჯანმა 4 თვეში ევროპაში 4 მილიარდ კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა, რაც 10,5%-იან ზრადს ნიშნავს.

ევროპაში 3,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გავიდა. გარდა ამისა, თურქეთში 3,4 მილიარდი კუბური კუბური მეტრი გაზი იყო ექსპორტირებული, ხოლო საქართველოში - 1,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

„ამ პერიოდში TANAP-მა თურქეთს 1,9 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა“, - დაწერა მინისტრმა Twitter-ზე.