ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, სამხედრო ალიანსის წევრები უკრაინას მხარდაჭერის „მყარ პაკეტს" გადასცემენ, რაც პუტინს გაუგზავნის სიგნალს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობა რჩება ძლიერი და ის ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ორშაბათს, 12 ივნისს ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, რასაც სამიტზე შეიძლება, ელოდოთ, ეს არის უკრაინის როგორც პოლიტიკური, ასევე, პრაქტიკული მხარდაჭერის ძლიერი პაკეტი. ჩვენ მტკიცედ ვართ. უკრაინელ ხალხს, ყველა ჩვენგანს სურს მშვიდობა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, ის უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ცივილიზებულ სამყაროს და უკრაინას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა სურთ.
NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.