მსოფლიოს გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესების ფონზე, ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოებმა თავიანთი არსენალების გაფართოება და მოდერნიზაცია განაგრძეს.
Reuters-ის თანახმად, სტოკჰოლმში განთავსებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშიდან ირკვევა, რომ ბირთვული არსენალის მქონე ცხრა სახელმწიფოს - აშშ-ის, რუსეთს, ბრიტანეთს, საფრანგეთს, ჩინეთს, ინდოეთს, პაკისტანს, ჩრდილოეთ კორეასა და ისრაელს - შორის რამდენიმემ შარშან ახალი ტიპის იარაღი შეიტანა არსენალში.
ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, ბირთვული ქობინების მთლიანი რიცხვი შემცირდა 12 710-დან 12 512-მდე, თუმცა გამოყენებისთვის მზადყოფნაში არსებული იარაღის რაოდენობა გასულ წელს გაიზარდა და შეადგინა 9 576, ანუ მთელი რაოდენობის დაახლოებით ორი მესამედი, ამბობს სტოკჰოლმში განთავსებული მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI).
ოფიციალური პოლიტიკის ფარგლებში, ისრაელმა უარი განაცხადა გაესაჯაროებინა, აქვს თუ არა ბირთვული იარაღი.
12 ივნისის ანგარიშში ატომური იარაღის გაუქმების საერთაშორისო კამპანია (ICAN) წერს, რომ ატომური იარაღის მქონე ცხრა სახელმწიფომ, საერთო ანგარიშით, ბირთვულ იარაღზე გასულ წელს დახარჯა $82,9 მილიარდი დოლარი - ამ თანხის ნახევარზე მეტი, 43,7 მილიარდი დოლარი, მოდის აშშ-ზე, მსხვილი მხარჯველები არიან ასევე რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც, შესაბამისად, გაიღეს $11,7 მილიარდი და $9,6 მილიარდი.