აშშ უკრაინას Bradley-სა და Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანებს უგზავნის

აშშ უკრიანას დამატებით 325 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას უგზავნის. უკრაინა NASAMS-ისა და HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებისთვის საბრძოლოს მასალას მიიღებს.

„ამერიკის ხმას“ თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ დახმარება ასევე მოიცავს „სტრაიკერისა“ და „ბრედლის“ ტიპის ჯავშანმანქანებს, რომლებიც უკრაინის კონტრიერიშისას დაკარგულ ტექნიკას ჩაანაცვლებენ.

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს ძალიან მალე გამოაცხადებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.