პუტინის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. პუტინის მტკიცებით, კონტრეშეტევა 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

 

პუტინმა ისაუბრა კახოვკის ჰესზეც და ცდილობდა, დაემტკიცებინა, რომ უკრაინული მხარე დამნაშავეა კახოვსკაიას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტრაგედიაში.

 

მისი მტკიცებით, უკრაინა ამისთვის იბრძოდა მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარტყა HIMARS-ით ჰიდროელექტროსადგურს.

 

„რუსეთი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა რუსეთის რეგიონებში“, - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.

 

შეგახსენებთ, უკრაინამ კონტრშეტევის შედეგად, რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა.