რას უნდა ელოდოს უკრაინა NATO-ს სამიტზე - ბლინკენისა და სტოლტენგერგის შეხვედრა ვაშინგტონში

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდა.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების და პარტნიორების მხარდაჭერა, ბრძოლის ველზე უკრაინის პოზიციებს ცვლის და საშუალებას აძლევს უკრაინას, აწარმოოს კონტრშეტევა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივლისში ვილნიუსის სამიტზე ლიდერები გააგრძელებენ და გააძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას.

ისინი ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებებს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების შესახებ, მათ შორის თავდაცვის ხარჯების გაზრდის მტკიცე ვალდებულების ჩათვლით.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის შვედეთს, როგორც სრულუფლებიან წევრს, რაც შეიძლება მალე.


თავის მხრივ, ბლინკენმა გადაუხადა მადლობა სტოლტენბერგს ამ კრიტიკულ დროს ლიდერობისთვის და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ძლიერ პაკეტს მიიღებს.