ევროკომისარი დომბროვსკისი: კახოვკის კაშხლის ნგრევის შემდეგ, უკრაინას დახმარება ევროკავშირის 14 წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა

ევროკავშირის თოთხმეტმა წევრმა ქვეყანამ, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მონაწილე სახელმწიფომ დახმარება გაუწია უკრაინას კახოვკის კაშხლის კატასტროფის შემდეგ, განაცხადა ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა 13 ივნისს.

დომბროვსკის თქმით, დახმარება მოიცავს 76 ნავს, 300-ზე მეტ წყლის ტუმბოს და 160 000-ზე მეტ თავშესაფარს.

დომბროვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყინული რუსული სახსრების გამოყენება მნიშვნელოვანია უკრაინის ომის შემდგომი აღმშენებლობისთვის.

„მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია ასევე უნდა დაფინანსდეს რუსული აქტივებით. ევროკავშირი მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ რუსეთმა სრულად აგოს პასუხი უკრაინის წინააღმდეგ მისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომისთვის", - აღნიშნა დომბროვსკისმა.

13 ივნიის, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება 13-მა ქვეყანამ გაუგზავნა.