უკრაინის რეკონსტრუქცია უნდა დაფინანსდეს გაყინული რუსული აქტივებით - ევროკომისარი

ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინის რეკონსტრუქცია გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსდეს. ევროკომისრის შეფასებით, ევროკავშირი მოწოდებულია უზრუნველყოს, რომ რუსეთმა სრულად აგოს პასუხი უკრაინის წინააღმდეგ მისი არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომისთვის.

„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ძლიერი კოორდინაცია ჩვენს ევროპულ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან - როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ასევე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უკრაინის რეკონსტრუქციაში. ეს მოიცავს სწრაფ აღდგენას, ისევე როგორც ომის შემდგომი აღდგენის მცდელობებს. ორივე ბანკმა შეასრულა ეს როლი და გააძლიერა უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის ომის პირველივე დღეებიდან“, - აღნიშნა ევროკომისარმა.

  • ამავე განცხადებიდან:

ევროკომისარი დომბროვსკისი: კახოვკის კაშხლის ნგრევის შემდეგ, უკრაინას დახმარება ევროკავშირის 14 წევრმა ქვეყანამ გაუგზავნა