პარლამენტის სხდომათა დარბაზში ინციდენტი მოხდა. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში სტუმრად მყოფი ერთ-ერთი შშმ ბავშვის მშობელმა ლოჟიდან საპროტესტო ბანერი გადმოფინა, რომელზეც ეწერა სიტყვები: "არა ორიენტაციაარეულ ქოც-რუსულ მთავრობას დაოჯახებულებისგან". კრისტო ტალახაძეს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ "არაადეკვატური საქციელის მქონე" უწოდა, სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კი, ტაში დაუკრეს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპროტესტო ბანერის სხდომათა დარბაზში გადმოფენას "ლიბერალური ფაშიზმი" უწოდა, კრისტო ტალახაძე კი "ნაციონალურ მოძრაობას" დაუკავშირა.
„სამწუხაროდ, არსებობენ არაადეკვატური მოქალაქეებიც. თქვენი გზავნილი გასაგებია. ვერ გცნობთ, ვინ ხართ, მაგრამ უბრალოდ, მინდა, მოგმართოთ, რა თემაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თემას იყენებთ სპეკულაციისთვის, ეს აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ბრძანდებით პირადად თქვენ. ასე რომ, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. გვყავს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, რადიკალური ადამიანები. გთხოვთ, დაატოვებინოთ დარბაზი. როგორც ვატყობ, მოქალაქემ დაგვტოვა.
რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არაადეკვატური ჯგუფები არიან ჩვენს საზოგადოებაში, როდესაც ადამიანი, ეს ქალბატონი, არ ვიცი, ვერ ვიცანი, შეიძლება, ვინმე ცნობადი სახეა, ასეთ რაღაცას კადრულობს. ჩვენთან სტუმრად არიან ადამიანები და ასეთ რაღაცას კადრულობს. ეს აჩვენებს, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეალობის და ადეკვატურობის აღქმა არა აქვთ, ყველას და ყველაფერს გადაუვლიან, გადათელავენ საკუთარი ინტერესის გამო. ახლა რამდენიმე დეპუტატი ჩაეწერეთ, ვხვდები, რომ აქ პროცედურაზე საუბარი არ იქნება. ამიტომ არ მოგცემთ სიტყვას, გადავიდეთ დღის წესრიგით განსახილველ საკითხებზე. ის მოქალაქე, ვინც იყო, გასაგებია, რომ არაადეკვატური ადამიანი ჩანდა, მაგრამ დავასრულოთ ამაზე. კოლეგებო, დავმშვიდდეთ, გავიხსენოთ, რომ ვართ საკანონმდებლო ორგანოში და კანონპროექტები გვაქვს განსახილველი. კოლეგებო, იმდენს ნუ იზამთ, ეჭვი გაგვიჩნდეს, რომ თქვენი ორგანიზებული იყო ის რაღაც ქცევა. გთხოვთ, დაიცხროთ ემოციები“, – განაცხადა პარლამეტნის თავმჯდომარემ.
ამის შემდეგ პლენარულ სესიაზე „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო, თუმცა დარბაზში ხმაურის გამო, შეწყდა. საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
„ის მოქალაქე, ვინც იყო, გასაგებია, რომ არაადეკვატური ადამიანი ჩანდა, მაგრამ დავასრულოთ ამაზე. კოლეგებო, დავმშვიდდეთ, გავიხსენოთ, რომ ვართ საკანონმდებლო ორგანოში და კანონპროექტები გვაქვს განსახილველი. კოლეგებო, იმდენს ნუ იზამთ, ეჭვი გაგვიჩნდეს, რომ თქვენი ორგანიზებული იყო ის რაღაც ქცევა. გთხოვთ, დაიცხროთ ემოციები“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს.
ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა და სესიის განახლებამდე ჩანიშნა ბიუროს სხდომა, რომელიც დილით საკომიტეტო განხილვების გახანგრძლივების გამო გადაიდო.