ავსტრალიის მთავრობა კანბერაში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის აკრძალვას ითხოვს - მედია

რუსეთის საელჩოს ახალი შენობის მშენებლობის თაობაზე, მოსკოვთან იჯარის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ კანონპროექტი მთავრობამ ავსტრალიის პარლამენტს წარუდგინა.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ხუთშაბათს განმარტა, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე წარედგინება.

აღსანიშნავია, რომ წინა დღით, ავსტრალიის ფედერალურ სასამართლოში დასრულდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი რუსეთის მიერ იჯარით გაცემული მიწის თაობაზე.

ფედერალურმა სასამართლომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომელიც ავსტრალიის დედაქალაქში შენობის განთავსების მიზნით, დაგეგმვის პროცედურებს გულისხმობდა.


იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს კანბერაში არსებული რუსეთის საელჩოს მუშაობაზე. რუსეთმა იჯარა 2008 წელს გააფორმა და შენობის აშენების გეგმები 2011 წელს დაამტკიცა, მაგრამ ავსტრალიური მედიის ცნობით, დიპლომატიური მისია დაადანაშაულეს ადგილის გამოუყენებლობაში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კლერ ო'ნილმა განაცხადა, რომ რუსეთის მეორე საელჩოს შემოთავაზებული შენობის "პირველადი პრობლემა" მისი მდებარეობაა, რადგან ადგილი პარლამენტის შენობასთან ახლოსაა.

ავსტრალია გახდა ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, NATO-ს ბლოკის მიღმა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადა. კანბერა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს კიევს, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას.