მედიის ცნობით, რუსეთში, ირკუტსკში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

მედიის ცნობით, რუსული თვითმფრინავი Sukhoi Superjet-100 კონდიცირების სისტემის გაუმართაობის გამო, ირკუტსკში ავარიულად დაეშვა.

კომპანია IrAero-ს თვითმფრინავი მირნისკენ მიფრინავდა, ბორტზე 54 ადამიანი იმყოფებოდა. არავინ დაზარალებულა. 

IrAero დაფუძნებულია ირკუტსკში, რუსეთში. ის ჩარტერულ და სატვირთო ფრენებს ახორციელებს.

Ekho Kavkaza წერს, რომ ორი დღის წინ, „Россия-ს“ ავიახაზების Sukhoi Superjet-100, რომელიც მოსკოვიდან აქტაუს მიმართულებით მიემგზავრებოდა, სამარაში დაეშვა ძრავის გაუმართაობის გამო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებისთანავე, აშშ-მ სანქციები დააწესა რუსეთის ძირითადი ავიახაზების წინააღმდეგ. სიაში ასევე შედის ირკუტსკის საავიაციო ქარხანა. სანქციები შეეხო სულ 40 რუსულ საწარმოს და დაწესებულებას, რომლებიც დაკავშირებულია თვითმფრინავების ინდუსტრიასთან.