აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა განაცხადა, რომ „აშშ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ყველა იმ აქტოვობაში, რომელსაც შეერთებულ შტატების შეიერაღებულ ძალებთან ერთად ახორციელებს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს მოსახლეობას, ცხადია, მხარს ვუჭერთ იმას, რასაც ამერიკელი სამხედროები და საქართველოს ეროვნული გვარდია აკეთებენ აქ დიდი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს არის ვალდებულება.
ცხადია, აქ ხალხს ესმის გეოპოლიტიკა, რა ხდება მსოფლიოში ახლა, აშშ-ის მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ომი უკრაინაში. საქართველოს მოსახლეობას ცხადია, ესმის, რას განიცდიან უკრაინელები. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, გავაგრძელოთ ასეთი შესანიშნავი პარტნიორობა საქართველოსთან“, - აღნიშნა ბრაიან კემპმა.