უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ოლექსი გრომოვმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციების შედეგად რუსი ოკუპანტებისგან 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს.
მისივე თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს მიმართულებით აგრძელებენ უკრაინის ქალაქებისა და დასახლებების ოკუპანტებისგან გაწმენდას. უკრაინელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინელებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით, სოფელ ტოკმაჩკასთან ახლოს 3 კილომეტრით წინ წაიწიეს, დონეცკის მიმართულებით, სოფელ ველიკა ნოვისილკასთან კი - 7 კილომეტრამდე.
„დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში 7 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. კონტროლის ქვეშ 100 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაბრუნდა“, - აღნიშნა გრომოვმა.