უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, დასავლეთი კიევის მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს - რამშტეინის შეხვედრის შედეგები

ხუთშაბათს რამშტეინის ფორმატის შეხვედრის დროს, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ, დანიამ, ნიდერლანდებმა, იტალიამ, ნორვეგიამ და გერმანიამ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ახალი მრავალმილიარდიანი ვალდებულებები აიღეს.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ის კორესპონდენტი.

„რამდენიმე ქვეყანამ დღეს გააძლიერა ახალი ვალდებულებები უკრაინის მიმართ", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.


იტალიამ ასევე განაცხადა, რომ დახმარებით უზრნველყოფს უკრაინას, მათ შორის „უაღრესად კრიტიკული შესაძლებლობებით, რომლებიც „უკრაინის ყველაზე გადაუდებელ საჭიროებებს დააკმაყოფილებს“.

ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ რამდენიმე მოკავშირე გამოვიდა წინადადებებით უკრაინის გრძელვადიან პერსპექტივაში მხარდასაჭერად.

კერძოდ, ნორვეგიამ და გერმანიამ გამოაცხადეს მრავალწლიანი პაკეტების შესახებ და დანიამ გამოაცხადა თავისი თითქმის 2.6 მილიარდი დოლარის პაკეტი.


„ყველა ეს წვლილი ხაზს უსვამს ჩვენს ერთიანობას და უკრაინის მხარდაჭერას; წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას, რომელიც ყველას უსაფრთხოებას იცავს“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა.

ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-13 შეხვედრა ე.წ რამშტეინის ფორმატში, რომელშიც 50-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრიც.