აფრიკის ლიდერების სამშვიდობო მისიით ვიზიტის დროს, კიევი თავდასხმის ქვეშაა - BBC

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ პოდილსკის რაიონში აფეთქება მოხდა. რუსეთის ძალები უკრაინას რაკეტებით დაესხნენ თავს.

BBC წერს, რომ აფრიკის ლიდერების სამშვიდობო მისიით ვიზიტის დროს, კიევი თავდასხმის ქვეშაა.

შვიდი ლიდერი კიევში შეხვდება პრეზიდენტ ზელენსკის, ხვალ კი, ისინი რუსეთში გაემგზავრებიან.


აფრიკა სამშვიდობო ინიციატივით კიევის კონტრშეტევის ფონზე გამოდის. ბრძოლები ძლიერდება. 

BBC-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ სულ მცირე 25 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში - ოთხჯერ მეტი ვიდრე მოსკოვის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მაჩვენებელია.

NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან. ასევე მიმდინარეობს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, სადაც პრეზიდენტი პუტინი სავარაუდოდ,  სიტყვით გამოვა.