თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, რუსეთში ელჩად დაინიშნა - მედია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ტანჯუ ბილგიჩი, რუსეთში ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu წერს.

„დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა დიპლომატებს აცნობა ახალი დანიშვნების შესახებ. შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ბილგიჩი დაინიშნა თურქეთის ელჩად მოსკოვში", - იუწყება მედია.