კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.
- ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი
„მიუხედავად, ჩვენი მისამართით გაჟღერებული ბევრი არასამართლიანი კრიტიკისა, თუ თავდასხმებისა.
ეს დღეები ვხედავთ, რომ მისი მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, თვითონაც ბევრად უფრო აქტიურია და მისი განწყობაც უკეთესია. რაც შეეხება კვების საკითხს, პირველივე დღიდან კვების პრობლემა იყო და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ისევ და ისევ გრძელდება. ის დიეტა, რომელზეც პაციენტი იმყოფება კვლავ აგრძელებს, მაგრამ ეს არის ის მინიმალური რაოდენობა, რომელიც სასიცოცხლო ფუნქციებისთვის, თუნდაც გასაუმჯობესებლად აუცილებელია. ამდენად, მისი მაჩვენებლებიც შენარჩუნებულია, როგორც სტაბილური. კვება სამკურნალო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და სწორედ, ამიტომ ვისურვებდით, რომ კვების კუთხითაც უფრო მეტად ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინოს”, - განაცხადა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.