შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამ პაკეტის ფარგლებში კი, შეიქმნება სამხედრო ტექნიკის ლოგისტიკისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალური ცენტრები. მათ აღჭურვას უკრაინის მახლობლად, სავარაუდოდ, პოლონეთში გეგმავენ.
შვედეთმა 60-მდე სამხედროს უკვე ნება დართო, რომ უკრაინის მახლობლად, მაგალითად, პოლონეთში, სამხედრო აღჭურვილობის ლოგისტიკისა და ტექნიკური ცენტრების შექმნაში მიიღოს მონაწილეობა.
გამოცემა „ევრაპეისკაია პრავდა“ წერს, რომ სპეციალურ ცენტრებში შესაძლებელი იქნება იმ სამხედრო აღჭურვილობის შეკეთება, რომელიც შვედეთმა უკრაინას გადასცა.
„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ის სამხედრო აღჭურვილობა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვაწვდით, გამოყენებული იყოს და ასევე, მიიღწეს ოპერატიული შედეგი“, – განაცხადა შვედეთის თავდაცვის მინისტრმა, პოლ ჯონსონმა.
ცენტრები სავარაუდოდ, შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდება, სადაც ასევე შვედების მიერ უკრაინელი პერსონალის გადამზადება იგეგმება. ცენტრში 30-მდე შვედი იმუშავებს, ისინი ასევე უკრაინელ პერსონალს მოამზადებენ.
14 ივნისს მედია წერდა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში სასწავლო ცენტრი ყალიბდებოდა.