პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ დღეს არსებობს მხოლოდ ომის ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია საქართველოს მეგობარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, როცა ათვალიერებდა გერმანელი მხატვრის, ოტო დიქსის გამოფენას „ომი საშინელებაა“.
„ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს არის მხოლოდ ერთი ფრონტი, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი მეგობარი უკრაინის წინააღმდეგ და თუ მეორე ფრონტი არსებობს, არსებობს "რბილი ძალის" მეორე ფრონტი ჩვენ წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.